"მერამდენე შემთხვევაა... არ უნდა დაგვეხმარონ?" - ელიავას ბაზრობასთან მომხდარი ავარიის თვითმხილველი დეტალებზე საუბრობს

"მერამდენე შემთხვევაა... არ უნდა დაგვეხმარონ?" - ელიავას ბაზრობასთან მომხდარი ავარიის თვითმხილველი დეტალებზე საუბრობს

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ავარიის შედეგად 30 წლამდე ასაკის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც AMBEBI.GE-ს თვითმხილველებმა განუცხადეს, "მიცუბიშის" მარკის ავტომობილი ახალგაზრდა ქალს მაშინ დაეჯახა, როცა ის თანმხლებ მამაკაცთან ერთად გზაზე გადადიოდა. როგორც თვითმხილველები ყვებიან, შეჯახების შემდეგ ავტომობილმა მართვა დაკარგა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ტროტუარზე ხეს შეეჯახა. დაღუპულის თანმხლებ მამაკაცს მრავლობითი დაზიანებები აქვს.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, აღნიშნულ გზაზე არც გადასასვლელი ხიდია, არც შუქნიშანი, რის გამოც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი დგას საფრთხის წინაშე:

"რამდენჯერ გვაქვს დაწერილი განცხადება გამგეობაშიც, მერიაშიც, ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატთანაც. ვითხოვთ გადასასვლელ ხიდს. თუ ხიდის საშუალება არ არის, დავუშვათ თანხა არაა, 10-წამიანი გადასასვლელი მაინც იყოს. უკვე მერამდენე შემთხვევაა ეს, დღეს დაიღუპა ახალგაზრდა გოგო... რა გავაკეთოთ, არ უნდა დაგვეხმარონ? ჩვენც ასე ვმოძრაობთ ყოველდღე, გადავდივართ და გადმოვდივართ გზაზე... ახლაც, გადადიოდა გზაზე ახალგაზრდა გოგონა და ბიჭი, გოგონა დაიღუპა..." - ამბობს ფაქტის თვითმხილველი.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან. ისინი ავტომობილის მძღოლისგან, რომელმაც ქვეითად მოსიარულეებს დაარტყა, ინფორმაციას ისმენენ.

იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია