პრეზიდენტი: "კონსტიტუცია არ უნდა იყოს მარტო პოლიტიკური ელიტების, ჭკვიანი კონსტიტუციონალისტების დოკუმენტი"

პრეზიდენტი: "კონსტიტუცია არ უნდა იყოს მარტო პოლიტიკური ელიტების, ჭკვიანი კონსტიტუციონალისტების დოკუმენტი"

"კონსტიტუცია არ უნდა იყოს მარტო პოლიტიკური ელიტების, განსწავლული იურისტების, ძალიან ჭკვიანი კონსტიტუციონალისტების, არამედ დოკუმენტი, რომელიც იწყება სიტყვებით - ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, უნდა იყოს ყოველი ჩვენგანის შემოქმედების და ცოდნის საგანი" - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, პრეზიდენტის სასახლეში, პროექტის "მე და კონსტიტუცია" ფინალის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ეს პროექტი 2 წლის წინ დაიწყო.

"მაშინ ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ კონსტიტუცია არ უნდა იყოს მარტო პოლიტიკური ელიტების, განსწავლული იურისტების, ძალიან ჭკვიანი კონსტიტუციონალისტების, არამედ კონსტიტუცია, რომელიც არის ქვეყნის მთავარი დოკუმენტი და რომელიც იწყება სიტყვებით - ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, უნდა იყოს ყოველი ჩვენგანის შემოქმედების და ცოდნის საგანი. მე მიხარია, რომ თქვენ ასე დაგაინტერესათ კონსტიტუციამ. დარწმუნებული ვარ, თქვენი ინტერესი განაპირობებს იმას, რომ ხვალ და მომავალში საქართველო იქნება კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო სამართლებრივი სახელმწიფო. თქვენი ცოდნა ამ მიმართულებით, ეს ჩართულობა განაპირობებს იმას, რომ კონსტიტუცია არ იქნება ცალკე მდგარი იურიდიული დოკუმენტი, არამედ ის იქნება ყოველი მოქალაქის ცოდნის საგანი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოში დემოკრატია არ მუშაობს, თუ ამ სახელმწიფოს არ ამუშავებს ხალხი. "სახელმწიფო ინსტიტუტები არ ირთვება, თუ მთავარი იმპულსის მიმცემი არ არის საქართველოს მოქალაქე", - განაცხადა პრეზიდენტმა.

რაც შეეხება პროექტს "მე და კონსტიტუცია", საქართველოს ინიციატივით, ის უკვე მეორე წელია ტარდება და მას პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით ორგანიზაცია "დემოკრატიის ლაბორატორია" ახორციელებს.

კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა და დღეს საქართველოს კონსტიტუციის ცოდნაში ერთმანეთს 12 საჯარო სკოლის გუნდი შეეჯიბრება. პირველ ადგილზე გასული გუნდი ბრიუსელში გაემგზავრება, მეორე და მესამე ადგილის პრიზიორები საჩუქრად ნოუთბუქებსა და პლანშეტურ კომპიუტერებს მიიღებენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."