ზურაბ ჭიაბერაშვილი: "საარჩევნო სისტემა, რომელსაც "ქართული ოცნება" გვთავაზობს, არის მუსოლინის სისტემა"

ზურაბ ჭიაბერაშვილი: "საარჩევნო სისტემა, რომელსაც "ქართული ოცნება" გვთავაზობს, არის მუსოლინის სისტემა"

"საარჩევნო სისტემა, რომელსაც "ქართული ოცნება" გვთავაზობს, არის მუსოლინის სისტემა, - ამის შესახებ საყოველთაო განხილვაზე "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ცვლილებები არ უშლის ხელს, რომ ერთ ხელში მოხდეს ძალაუფლების კონცენტრაცია. მან პლებისციტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

"რეფენდუმი ვერ ტარდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ამიტომ წამოვაყენეთ იდეა, პლებისციტით გაირკვეს, რომელ მიმართულებას უჭერს ხალხი მხარს. რამდენიმე დღეში იქნება ვენეციის კომისიის წინასწარი დასკვნა, თუმცა კარგი იქნებოდა დასკვნა ყიფილიყო და შემდეგ ჩატარებულიყო განხილვები. პარტიები არსებულ კონსტიტუციას იწუნებდნენ, რადგან არსებული კონსტიტუცია იწვევს ძალაუფლების ზედმეტ კონცენტრაციას. თუ ვცვლით, ეს უნდა გამოირიცხოს. სამართლიანი საარჩევნო სისტემა იქნება ისეთი, რომ რა პროცენტიც მისცა ხალხმა ხმა პარტიას, იმ პროცენტის ადგილები ჰქონდეს პარლამენტში. "ქართულ ოცნებას" სწყინს, მაგრამ ასეთი სისტემა მუსოლინიმ შესთავაზა იტალიას. ამ ცვლილელებით, პარტიამ შესაძლოა მიიღოს 30 პროცენტი და მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. რა მნიშვნელობა აქვს მაჟორიტარებით მოხდება, როგორც ახლაა ეს, თუ ამ ცვლილებებით?! ჩვენ საარჩევნო სისტემის ამ ნაწილს მუსოლინის სისტემა დავარქვით. დარწმუნებული ვარ ვენეციის კომისიას ამ ნაწილში ექნება კრიტიკული შენიშვნები", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

რაც შეეხება პრეზიდენტის ნაწილს, ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ ის ხალხმა უნდა აირჩიოს და არა პოლიტიკოსებმა, როგორც ამ ცვლილებებით არის წარმოდგენილი.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები