არჩილ თალაკვაძე: "კონსტიტუცია უბრუნდება ხალხს"

 არჩილ თალაკვაძე: "კონსტიტუცია უბრუნდება ხალხს"

"მე პირადად ვფიქრობ, რომ ამ ცვლილებებით კონსტიტუცია, რომელიც ყველა წინა ხელისუფლებას უნდოდა თავისთვის, უბრუნდება ხალხს" - ამის შესახებ ჩოხატაურში, კონსტიტუციის პროექტის სახალხო განხილვაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ის პროექტი, რომელიც იქნება ხალხის, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის განვითარებას. "ის ოთხი პუნქტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ ჩამოაყალიბა, არის - ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი, რომლის როლიც არის სამართლიანად წარმოდგენილი ამ კონსტიტუციაში. ამ კონსტიტუციით განსაზღვრული პრიორიტეტებია ადამიანის უფლებების დაცვა, სახელმწიფოს ვალდებულებების ჩამოყალიბება, ეკონომიკური თავისუფლება და პროგნორიზებადი განვითარება. ამ დოკუმენტით ყველას ექნება ნათელი წარმოდგენა, თუ როგორ განვითარდება ქვეყანა მომდევნო პერიოდში. ჩვენი ცხოვრება არის დამოკიდებული, თუ რა იქნება ხვალ და ეს კონსტიტუცია ზუსტად გვეუბნება, თუ რა იქნება ხვალ", - განაცხადა თალაკვაძდმ.

მისივე თქმით, სტაბილური პოლიტიკური სისტემა არის პროგნოზირებადობის ნაწილი. "არასტაბილური პოლიტიკირი სისტემა ნიშნავს მარტივ მამრავლებად დაშლილ მმართველობას. თუ ვინმეს სჭირდება სტაბილური პოლიტიკური სისტემა, სჭირდება ხალხს", - განაცხადა თალაკვაძემ. მისივე თქმით, არ უნდა გამოგვრჩეს, რომ მოქმედი კონსტიტუციის შეცვლის აუცილებლობას ეთანხმება ყველა. "დაიცავი კონსტიტუციაც" კი ეთანხმება იმ კონსტიტუციის შეცვლას, რომელსაც იცავენ. ყველა ხელისუფლება ცვლიდა კონსტიტუციას საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. სწორედ ამის გამო არსებულ კონსტიტუციაში დისბალანსი არის ხარვეზიანი. ახალი კონსტიტუციით სახელისუფლებო გუნდი აცხადებს, რომ უარს ამბობს ძალაუფლების კონცენტრაციაზე, რისი შესაძლებლობაც არსებობს მოქმედი კონსტიტუციის პირობებში. ამაზე ვამბობთ უარს.

ჩვენ ძალაუფლების კონცენტრაციას კი არ ვითხოვთ ამ ცვლილებით, არამედ საკმარისად ძლიერ წარმომადგენლობას იმ პარტიის, რომელსაც დაუჭერს ხალხი მხარს. ის, რასაც გვთავაზობს ოპოზიცია, გვაძლევს სისტემას, რომ როდესაც მივალთ არჩევნებზე, გაიმარჯვებს პარტია, მაგრამ ვერ აიღებს პასუხისმგებლობას ქვეყნის მართვაზე, რადგან არ ექნება საკმარისი ძალა. ჩვენ ვთავაზობთ საკმარისად ძლიერ ხელისუფლებას და არა ხელისუფლების ერთ ხელში კონცენტრაციას. ასეთი მოდელი იძლევა ხშირ პოლიტიკურ კრიზისებს, განვითარებულ ქვეყნებს აქვთ საშუალებს ამ კრიზისების დაძლევის, თუმცა საქართვრლოს სჭირდება თუ არა მარტივ მამრავლებად დაშლილი ხელისუფლება?!", - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის განცხადებები და განწყობა ძალიან პესიმისტურია. "ისინი ამბობენ - აი თქვენ რომ გაიმარჯვებთ... ისინი დღესვე, ჩოხატაურში ამბობენ, რომ ჩვენი პოლიტიკური ძალა გაიმარჯვებს არჩევნებში", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. მისივე თქმით, წუხილები, რომ პრეზიდენტს სტატუსი ეკვეცება, ამას ამბობს ძალა, რომელმაც პრეზიდენტს ზუსტად ისე ჩამოართვა უფლებები, როგორც დღევანდელ კონსტიტუციაშია. "თუმცა ვიცით ისინი რა გაცვლასაც გეგმავდნენ", - აღნიშნა დეპუტატმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."