პარლამენტის თავმჯდომარის ვარაუდით, შეცვლილი საარჩევნო სისტემით მომდევნო პარლამენტში 3-5 პარტია იქნება

პარლამენტის თავმჯდომარის ვარაუდით, შეცვლილი საარჩევნო სისტემით მომდევნო პარლამენტში 3-5 პარტია იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ შეცვლილი საარჩევნო სისტემით მომდევნო მოწვევის პარლამენტში 3-5 პარტია იქნება წარმოდგენილი. მისი თქმით, ეს იქნება ოპტიმალური შედეგი.

"ამის წინასწარ პროგნოზირება რთულია. არსებობს 5%-იანი ბარიერი, რომელიც ძალაში რჩება. ვვარაუდობ, ამ მოწვევის პარლამენტში 3-4-5 პარტია იქნება წარმოდგენილი. ეს იქნება ოპტიმალური შედეგი", - განაცხადა კობახიძემ ჩოხატაურში, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვებზე, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე დაინტერესდა, თუ რამდენი პარტია შევა პარლამენტში შეცვლილი საარჩევნო სისტემით.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."