ვახუშტი მენაბდე - არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მიერ ზეპარტიული პრეზიდენტის დანიშვნა, მის ზეპარტიულობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს

ვახუშტი მენაბდე - არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მიერ ზეპარტიული პრეზიდენტის დანიშვნა, მის ზეპარტიულობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს

"არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მიერ პრეზიდეტის დანიშვნა მის ზეპარტიულობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს" - ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვასას, კონსტიტუციის სამართლის სპეციალისტმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა.

მენაბდემ ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით განსაზღვრულ საარჩევნო სისტემაზე და როგორც განმარტა, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის მეშვეობით, არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას უკვე აქვს ბონუსი, ხოლო ყველა გადაუნაწილებელი მანდატის წაღებით, ის ბონუსზე ბონუსს იღებს, რაც ზედმეტი ძალაუფლების პრობლემას ქმნის.

"პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევა ტრაგედია ნამდვილად არ არის, მაგრამ შემოთავაზებული საარჩევნო სისტემის პირობებში, როცა უმრავლესობას ასეთი უპირატესობა ექნება, არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას, მაღალი ალბათობით, შესაძლებლობა ექნება, თავად გადაწყვიტოს, თუ ვინ იქნება პრეზიდენტი ანუ ზეპარტიული პრეზიდენტი არჩევნებში გამარჯვებული პარტიის მიერ დაინიშნება, რაც მის ზეპარტიულობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს", - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

პარლამენტში შესვლამდე, დეპუტატებს სიცხეს გაუზომავენ - შენობაში კონტროლი მკაცრდება

რას ნიშნავს და რა შემთხვევაში ცხადდება საგანგებო მდგომარეობა საქართველოში - "ბოლოს, 2006 წელს გამოცხადდა აჭარის რეგიონში..."

"მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ სახლში დავრჩეთ" - გიორგი გახარია მოქალაქეებს მიმართავს