მოსკოვის ყოფილი მერი მილიარდერ მეუღლესთან ერთად საქართველოში იმყოფება

მოსკოვის ყოფილი მერი მილიარდერ მეუღლესთან ერთად საქართველოში იმყოფება

მოსკოვის ყოფილი მერი იური ლუჟკოვი საქართველოს მეუღლესთან ერთად სტუმრობს. ამის შესახებ Эхо Кавказа წერს. როგორც ცნობილია, 80 წლის ლუჟკოვმა, მისმა მეუღლემ და მათმა თანმხლებმა პირებმა, სოფელ ქანდაში 13 ასურელი მამის მონასტერი მოინახულეს. ამ ვიზიტის ამსახველ ფოტოებს ფეისბუქის პირად გვერდზე მონასტრის წინამძღვარი მამა სერაფიმეც ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსი სტუმრები საგანგებოდ მამა სერაფიმეს გალობის მოსასმენად ჩავიდნენ მონასტერში, რომელიც არამეულ ენაზე გალობს.

Эхо Кавказа ასევე წერს, რომ ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე, ლუჟკოვი მოუწოდებდა რუსეთის ხელისუფლებას თვითგამოცხადებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ეღიარებინა. ამის გამო, საქართველოს პარლამენტის იმჟამინდელი დეპუტატები, მის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებას მოითხოვდნენ. ომიდან ერთი წლის შემდეგ კი მოსკოვის მერი ოფიციალური ვიზიტით ეწვია ცხინვალს.

ლუჟკოვი თანამდებობიდან 2010 წელს, 18-წლიანი მერობის შემდეგ წავიდა.

რაც შეეხება მის მეუღლეს - ელენა ბატურინა რუსეთის 200 ყველაზე მდიდარ ქალ ბიზნესმენს შორისაა დასახელებული. 54 წლის ბატურინა, რომლის ქონებაც 1 მილიარდი დოლარითაა შეფასებული, კომპანია Inteco Management-ს ხელმძღვანელობს.

წაიკითხეთ: რას წერს მამა სერაფიმე ქანდის მონასტერში იური ლუჟკოვის ვიზიტზე

როგორ იფუნქციონირებს და რა ერქმევა პორტალს, სადაც შეგეძლებათ გაარკვიოთ რომელ კლინიკას, ან ოჯახის ექიმს უნდა მიმართოთ - ვებ-გვერდი დღეიდან ამოქმედდება

"ხელფასის ასაღებად გავიდა სახლიდან და მას შემდეგ აღარ დაბრუნებულა" - გორში 22 წლის ბიჭს მეექვსე დღეა ეძებენ

"როცა ომში მყოფი ქვეყანა გამარცხებს საკუთარ მოედანზე, აღარაფერზე უნდა გქონდეს პრეტენზია..მარტო მწვრთნელის გაწირვა არ გიშველით" - საქართველოს სომხეთთან მარცხს მწვავე კრიტიკა მოჰყვა