ნარკოტიკი სმს-ით - ჟურნალისტური ექსპერიმენტი სკანდალური შედეგით

ნარკოტიკი სმს-ით - ჟურნალისტური ექსპერიმენტი სკანდალური შედეგით

რამდენიმე ქართველმა მომხმარებელმა ტელეფონზე "ვაიბერით" რუსულენოვანი სარეკლამო შეტყობინებაც მიიღო, რომლის ავტორიც ნებისმიერ მსურველს ნარკოტიკის შეძენას სთავაზობს.

როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, შსს ამით უკვე დაინტერესდა.

"აღნიშნული საკითხი სამინისტროსთვის ცნობილია და ამ დროისთვის ეს-ემ-ეს-ის წარმომავლობის შესწავლა მიმდინარეობს", - განუცხადეს "მთელ კვირას" მღებრიშვილის უწყებაში.

ამის პარალელურად კი "მთელმა კვირამ" მცირე ექსპერიმენტი ჩაატარა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ თბილისსა და ქუთაისში "ვაიბერის" ან "ტელეგრამის" გამოყენებით ნარკოტიკის შეძენა სავსებით რეალურია.

ნარკოტიკების შეძენასთან დაკავშირებით სარეკლამო გზავნილი მოქალაქეებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, "ვაიბერში" რუსული ნომრიდან ეგზავნებათ და ტექსტიც რუსულ ენაზეა.

"თუ გსურს, შეიძინო ნარკოტიკული საშუალებები, მოგვწერეთ სმს-ის საშუალებით და შესაბამისი თანხის ჩარიცხვის შემდეგ, ჩვენი კურიერი მოგაწვდით", - აღნიშნულია შეტყობინებაში.

"მთელი კვირა" შეტყობინების მოსვლის შემდეგ მითითებულ ნომერს დაუკავშირდა.

განაგრძეთ კითხვა

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ