შსს - "ღამის მგლების" ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა

შსს - "ღამის მგლების" ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა

"ღამის მგლების" ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა. უწყება მომავალშიც არ მიესალმება მსგავსი ჯგუფების საქართველოში ვიზიტს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე პოლიციამ ქვეყანაში შემოსვლის ნება რამდენჯერმე არ მისცა "ღამის მგლების" ორგანიზებულ ჯგუფებს, რამდენიმე ბაიკერი კი საქართველოში ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე შემოვიდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკაფიოდ განაცხადა, რომ არ შემოუშვებდა საქართველოში რუსი ბაიკერების, ე.წ. "ღამის მგლების" ორგანიზებულ დაჯგუფებებს, რომლებიც თბილისში, 9 მაისთან დაკავშირებით, მასშტაბური პერფორმანსის გამართვას გეგმავდნენ.

როგორც ცნობილია, საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე პოლიციამ ქვეყანაში შემოსვლის ნება რამდენჯერმე არ მისცა "ღამის მგლების" ორგანიზებულ ჯგუფებს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქვეყანაში ყოველდღიურად, ტურისტული და ტრანზიტული მიზნით, სხვადასხვა ქვეყნიდან ათობით ბაიკერი შემოდის. აღნიშნულ ტურისტულ ჯგუფებთან ერთად, სხვადასხვა დროს, საქართველოში, ლეგალური დოკუმენტაციითა და ყოველგვარი ამოსაცნობი ატრიბუტიკის გარეშე, შემოვიდა რამდენიმე ერთეული (დაახლოებით, 2-3) ბაიკერი. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საზღვარზე ამ ადამიანებს "ღამის მგლების" არანაირი ატრიბუტიკა არ გააჩნდათ.

შსს-ს მოქმედებების შედეგად, რუსი ბაიკერების - "ღამის მგლების" ჯგუფმა ვერ შეძლო თბილისში მასშტაბური პერფორმანსის გამართვა. უწყება მომავალშიც არ მიესალმება მსგავსი ჯგუფების საქართველოში ვიზიტს", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" შსს-ში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."