"ეკლესიიდან ვერ გავაგდებდი კი არა, უნდა გამოსულიყავი და გეთქვა..." - რას პასუხობს დეკანოზი თამაზ ლომიძე მამა სერაფიმეს

"ეკლესიიდან ვერ გავაგდებდი კი არა, უნდა გამოსულიყავი და გეთქვა..." - რას პასუხობს დეკანოზი თამაზ ლომიძე მამა სერაფიმეს

გერმანიაში მოღვაწე ქართველი დეკანოზი თამაზ ლომიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის ვიზიტს ეხმაურება და მის ცნობილ განცხადებას პასუხობს იმასთან დაკავშირებით, რომ "საქართველო აფხაზეთისა და ოსეთის ჩამოშორების შემდეგ მომავალში უკეთ იგრძნობს თავს".

"აი, თავხედი რუსი. დღეს გვეუბნება ამას "სტუმრად" მყოფი ქართულ მიწაზე: "აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, ეს სულ სხვა ხალხია. ასეა ოსეთიც. ....ვფიქრობ, საქართველო, ამ რეგიონების ჩამოშორების შემდეგ, მომავალში უკეთ იგრძნობს თავს."

თუ მთავრობა არსებობს და კანონი კანონობს საქართველოში, გააძევეთ ქვეყნიდან დაუყოვნებლივ და სამაგალითოდ", - დაწერა დეკანოზმა.

თამაზ ლომიძე ასევე გამოეხმაურა მამა სერაფიმეს განცხადებას, რომელიც მან ქანდის მონასტერში წირვაზე იური ლუჟკოვის დასწრების შემდეგ გააკეთა.

"ეკლესიიდან ვერ გავაგდებდი კი არა, უნდა გამოსულიყავი და გეთქვა: ჩვენ და თქვენ ერთად ვერ ვილოცებთ, რადგან თქვენ და თქვენი თანამზრახველნი ბოროტებას ჩადიოდით და ჩადიხართ ჩემი ხალხის წინააღმდეგ და თქვენი ბოროტების წყალობით უსახლკაროდ და უსახსროდაა დარჩენილი ჩემი ხალხიო და უნდა გაგებრუნებინათ ეკლესიიდან. ეკლესია შენობა არაა, ეკლესია მორწმუნე ხალხის კრებულია და მორწმუნეთა კრებულში ბოროტის მოქმედს არაფერი ესაქმება", - წერს თამაზ ლომიძე.

იხილეთ ვიდეო

წაიკითხეთ ასევე: რას წერს მამა სერაფიმე ქანდის მონასტერში იური ლუჟკოვის ვიზიტზე

მოსკოვის ყოფილი მერი მილიარდერ მეუღლესთან ერთად საქართველოში იმყოფება

იური ლუჟკოვის სკანდალური განცხადება: "საქართველო (აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის) ჩამოშორების შემდეგ, უკეთ იგრძნობს თავს..."

"ეს იყო ჩვენი უკანასკნელი საუბარი... წახვედი და..." - რას წერს ანი შაქარაშვილი ძმაზე, რომლის მკვლელობიდანაც დღეს ერთი წელი გავიდა

"კაცმა ცოლი აცრისთვის ისე სცემა, რომ კბილები ჩაულეწა... ის ველური ანტივაქსერა კაცი კი ჩააყუდეს, მაგრამ..." - რას წერს ბაია პატარაია

"ძალიან დიდი მორალური და მატერიალური ზიანი მოგვადგა... პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა" - რას წერს ნინო სუხიშვილი "ფეისბუქზე"?