ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციის ყველა მუხლთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს წინსვლა, პროგრესი - არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება უკან

ირაკლი კობახიძე - კონსტიტუციის ყველა მუხლთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს წინსვლა, პროგრესი - არც ერთი ნაბიჯი არ იდგმება უკან

ყველა მუხლთან მიმართებით ჩვენ გვაქვს წინსვლა, პროგრესი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყალიბდება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა.

„დღევანდელი დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობა იცვლება დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემით. არც ერთი ნაბიჯი არ იდგება უკან - ეს შეიძლება ითქვას როგორც კონსტიტუციის საერთო სულისკვეთებასთან დაკავშირებით, ასევე თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ყველა მუხლთან მიმართებით ჩვენ გვაქვს წინსვლა, მხოლოდ პროგრესი. არც ერთ მუხლთან მიმართებით ნაბიჯი უკან არ იდგმება. ეს არის საერთო შედეგი იმ პროცესის, რომელიც წარიმართა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ იქმნება ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციის სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან“, - განაცხადა კობახიძემ და მან ამ პროცესში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."