პრეზიდენტი - ხალხი, რომელიც გეუბნება, რომ არ უჯერებ ბიძინა ივანიშვილს, ზეპარტიული პრეზიდენტის ამრჩევია ხმოსნებით?!

პრეზიდენტი - ხალხი, რომელიც გეუბნება, რომ არ უჯერებ ბიძინა ივანიშვილს, ზეპარტიული პრეზიდენტის ამრჩევია ხმოსნებით?!

თვითონვე წერენ ლოზუნგს "ზეპარტიული პრეზიდენტი" და მოქმედ პრეზიდენტს აკრიტიკებენ იმის გამო, რატომ არა ხარ პარტიულიო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, ყველა პარტია აგრესიით არის განწყობილი, რომლის საწინააღმდეგო პოზიციასაც დააფიქსირებს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მან პარტიაზე მაღლა დადგომა შეძლო, თუმცა "ქართულმა პოლიტიკურმა კულტურამ ზეპარტიულ პრეზიდენტს გამოუცხადა რეალური ომი".

"კონსტიტუციის პროექტის საერთო-სახალხო განხილვებზე კარგად არის მოწყობილი სცენა და უკან არის ბანერები, რომელიც იწყება ტექსტით "ზეპარტიული პრეზიდენტი". "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა სულისკვეთება იმეორებს იმ რიტორიკას, რასაც 4 წელიწადია ვისმენ "ქართული ოცნებისგან" - ბიძინა ივანიშვილმა რომ მხარი დაგიჭირათ და "ქართული ოცნებით" რომ გახვედით, რატომ არ უჯერებთ ბიძინა ივანიშვილისო?! "რუსთავი 2" რომ დაიცავით, ეს არის სწორი?! ანუ ამხელა ასოებით წერია "ზეპარტიული პრეზიდენტი" (მათივე დაწერილია) და იმის თაობაზე მიდის ჩემთან პრეტენზიების წარდგენა, სადაც მე ზეპარტიულად მოვიქეცი. ეს სტანდარტი - პარტიაზე უფრო მაღლა დადგომის - მართლა შევძელი და დავიჭირე ეს წლები", - განაცხადა მარგველაშილმა და დასძინა, რომ მმართველ გუნდთან დაპირისპირება სწორედ ამ თემით დაიწყო.

"რისი ამრჩევები არიან?! ეს ხალხი, რომელიც გეუბნება, რომ არა ხარ თურმე მადლიერი და არ უჯერებ ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას", ზეპარტიული პრეზიდენტის ამრჩევია ხმოსნებით?! როდესაც დაუწერიათ "ზეპარტიული პრეზიდენტი" და მოქმედ პრეზიდენტს ებრძვიან 4 წელია იმიტომ, რომ იყოს პარტიული, ეს კომიკურია", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."