ადვოკატები გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვენ

ადვოკატები გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლებისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვენ

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლების ადვოკატები დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვენ.

ადვოკატებმა დღევანდელ პროცესზე ბრალდებულთათვის პატიმრობის შეფარდების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრეს და განმარტეს, რომ ბრალდებულებს ამ დრომდე ჰქონდათ მტკიცებულებების განადგურების ან მოწმეებზე გავლენის მოხდენის საშუალება, თუმცა მათ მსგავსი რამ არ განუხორციელებიათ.

ადვოკატები დავით ნოზაძისთვის 3 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას მოითხოვენ, ნუგზარ მარღიასთვის, მალხაზ ღვინიაშვილისათვის, ზაზა ხარაიშვილისთვის 5 000-5 000 ლარის, დავით ჩიხლაძისთვის 8 000 ლარის, ხოლო ვახტანგ გუგუციძისთვის 2 000 ლარის.

თავის მხრივ, პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ყოფილი თანამშრომლები - მალხაზ ღვინიაშვილი, ნუგზარ მარღია, ზაზა ხარაიშვილი, ვახტანგ გუგუციძე, დავით ჩიხლაძე და დავით ნოზაძე დააკავეს, ხოლო ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოლეგ ფაცაცია, სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მთავარ პროკურატურაში გუშინ გაკეთდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ