ირაკლი კობახიძე ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება

ირაკლი კობახიძე ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება

ველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს საქმე სათანადოდ იქნას გამოძიებული,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გენერალურ აუდიტორზე ლაშა თორდიაზე მომხდარი თავდასხმის ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა.

"ეს არის ძალიან მძიმე ფაქტი. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ესეც შეგვიძლია ჩვენ განვიხილოთ, მითუმეტეს, აუდიტის სამსახურს განსაკუთრებული კავშირი აქვს საქართველოს პარლამენტთან. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს საქმე სათანადოდ იქნას გამოძიებული და დაისაჯოს ყველა დამნაშავე. ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში გვექნება კონსულტაციები. პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ გამოძიების მიმდინარეობას და ამის შემდეგ, უნდა ვიმსჯელოთ ჩვენ, თუნდაც კომისიის მიზანშეწონილობის თაობაზე", -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."