მაია ირემაშვილი - შარდენზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას თორდიას გარდა ჯერ არავინ დაუკითხავს

მაია ირემაშვილი - შარდენზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას თორდიას გარდა ჯერ არავინ დაუკითხავს

გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მეუღლის, მაია ირემაშვილის ინფორმაციით, შარდენზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიებას თორდიას გარდა ჯერ არავინ დაუკითხავს.

მისივე თქმით, გენერალური აუდიტორი კაფე el_Centro-ში პირადი დაცვის გარეშე იმყოფებოდა. "იმედი მაქვს, რომ მოხდება საქმის ობიექტური გამოძიება. ვინც დასასჯელია, ის, რა თქმა უნდა, უნდა დაისაჯოს. დაველოდოთ გამოძიებას", - აღნიშნა ირემაშვილმა ჟურნალისტებთან.

ლაშა თორდიას მეუღლე დარწმუნებულია, რომ მომხდარი თორდიას სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება.

პროკურატურის გამომძიებელი ამ ეტაპზე თავს იკავებს დაკონკრეტებისგან ლაშა თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით არის თუ არა დაკითხული ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია თუ არა ვიდეოკამერის ჩანაწერები, - აღნიშნულ კითხვასთან დაკავშირებით პროკურორმა ჟურნალისტებს მხოლოდ ის განუცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების ეტაპზე სათანადო მოქმედებები განხორციელდება.

მან მხოლოდ ის დააზუსტა, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული. "მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ყველაფერს ეტაპობრივად შეიტყობთ", - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა დასმული კითხვების საპასუხოდ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ