ექიმი - ოთხსაათიანი დაკითხვა ალბათ მოქმედებს პაციენტის ემოციებზე

ექიმი - ოთხსაათიანი დაკითხვა ალბათ მოქმედებს პაციენტის ემოციებზე

გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ მისმა ექიმმა, ნევროლოგმა ეთერ შურღაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ შეწყდა ლაშა თორდიას დაკითხვა, მან განმარტა, რომ როცა პაციენტი იმყოფება ოთხსაათიან დაკითხვაზე, ეს ხელს უშლის პაციენტის და ექიმის ურთიერთობას.

”4-საათიანი დაკითხვა ალბათ მოქმედებს პაციენტის ემოციებზე. ეს გამოიხატა იმაში, რომ პაციენტს დაუფიქსირდა არტერიული წნევა 140-90-ზე, რაც როგორც ავადმყოფისგან ვიცოდით, მისთვის მაღალი იყო. ახლა სტაბილურია. კითხვაზე, თუ როგორ არის და რა აწუხებს, პაციენტი დამაკმაყოფილებელ პასუხს გვცემს. კარგად გრძნობს თავს. დღეს დაკვირვების პერიოდია და ხვალისთვის სავარაუდოდ გაეწერება”, - განაცხადა ეთერ შურღაიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ