ირაკლი ნადირაძე - ოთარ ფარცხალაძის მილიონერად გახდომას ხელი სახელმწიფომ შეუწყო

ირაკლი ნადირაძე - ოთარ ფარცხალაძის მილიონერად გახდომას ხელი სახელმწიფომ შეუწყო

ოთარ ფარცხალაძის მილიონერად გახდომას ხელი სახელმწიფომ შეუწყო, - ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საჯარო რეესტრიდან ამოღებული ოფიციალური დოკუმენტებით დასტურდება, რომ სახელმწიფომ საინვესტიციო მიზნებისთვის სამგორში მიწა გაასხვისა 200 ათას ლარად, თუმცა ერთი წლისა და 3 თვის შემდეგ იგივე მიწის ნაკვეთი შეიძინა მილიონ 200 ათას ლარად.

"2015 წლის 25 აგვისტოს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმოწერით, ფარცხალაძის კომპანიას თბილისში გადაეცა 62 ათას 800 კვადრატული მიწა 200 ათას ლარად, ანუ გამოდის, რომ კვადრატული მეტრი მიწა 3 ლარად და 20 თეთრად. ეს არის სამგორის რაიონში მიწის ნაკვეთი.

საბაზრო ფასი მინიმუმ ათჯერ მეტი იქნებოდა. ეს მოწა არის საინვესტიციო პირობებით გადაცემული და ეს პირობები გულისხმობდა შემდეგს, რომ ამ მიწამდე მისასვლელი გზა, 1 კილომეტრი ასფალტირებული გზა დაეგო და 10 მილიონი ინვესტიცია ჩაედო, და არანაკლებ 3 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა უნდა აეშენებინა.

ამის ნაცვლად 1 წლისა და 3 თვის შემდგომ, ისე, რომ არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს, 200 ათასად ნაყიდი მიწა გაყიდა მილიონ 200 ათას ლარად. ყიდვით და გაყიდვით იშოვა ერთი მილიონი ლარი. რაც ყველაზე მთავარია, მიწა იყიდა წელიწადის შემდეგ სახელმწიფომ. "საპარტნიორო ფონდის" მიერ დაფუძნებულმა კომპანიამ", - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში".

მისივე თქმით, ეს ფაქტი არის კორუფციისა და ნეპოტიზმის მაგალითი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ