ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსად მაცი ხვიტია დაინიშნა

ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსად მაცი ხვიტია დაინიშნა

ქალაქ ფოთის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. "რადიო ათინათის" ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობაზე მაცი ხვიტია დაინიშნა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, მინისტრმა ხვიტიას დანიშვნის შესახებ ბრძანებას ხელი რამდენიმე დღის წინ მოაწერა და იგი უფლება-მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა.

"რადიო ათინათის" ინფორმაციით, მაცი ხვიტია შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობებს იკავებდა. იყო ზუგდიდის საპატრულო პოლიციის უფროსი, იქამდე კი ფოთში ოცმეთაურად მუშაობდა.

წყარო: radioatinati.ge

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ