ქვემო ქართლის გუბერნატორად გრიგოლ ნემსაძე დაინიშნა

ქვემო ქართლის გუბერნატორად გრიგოლ ნემსაძე დაინიშნა

ქვემო ქართლის გუბერნატორის თანამდებობაზე გრიგოლ ნემსაძე დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის თანამდებობაზე ნემსაძის დანიშვნის ფაქტს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.

"პროფესიით ეკონომისტ გრიგოლ ნემსაძეს კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი წლების მანძილზე მუშაობდა საბანკო სექტორში წამყვან თანამდებობებზე. გრიგოლ ნემსაძე დღემდე იკავებდა სააქციო საზოგადოება "ევექსის" (ამჟამად სს "GHG") საოპერაციო დირექტორის პოსტს", - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მხარის ახალ გუბერნატორს დღეს, 17:00 საათზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე წარადგენს. წარდგენა რუსთავში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში მოხდება.

ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა თანამდებობა რამდენიმე კვირის წინ დატოვა. ის სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გადავიდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."