ოთარ წოწორიას სახლში მიმდინარე ჩხრეკას სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესწრება

ოთარ წოწორიას სახლში მიმდინარე ჩხრეკას სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესწრება

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის, ნონა წოწორიას ძმის, ოთარ წოწორიას სახლში მიმდინარე ჩხრეკას სახალხო დამცველის წარმომადგენელი ციალა ქათამიძე ესწრება.

როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, იგი ჩხრეკასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს.

ჩხრეკა ოთარ წოწორიას სახლში, ბათუმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაცია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერმა, დეპუტატი ოთო კახიძემ გაავრცელა. მისი თქმით, ნონა წოწორია მონაწილეობს იმ საქმეების განხილვაში, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას - მათ შორისაა ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას საქმეები.

"ამ პირობებში სტრასბურგში საქართველოს მოსამართლის ოჯახის წევრის სახლის ჩხრეკა ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შურისძიებას ხელისუფლების მხრიდან, ან მცდელობას, ზეწოლა მოახდინონ მოსამართლეზე", - წერს ოთარ კახიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ