აშშ-ის თავდაცვის მდივანი - თავდაცვის დეპარტამენტი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ამბიციური თავდაცვის რეფორმის განხორციელების პროცესში

აშშ-ის თავდაცვის მდივანი - თავდაცვის დეპარტამენტი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს ამბიციური თავდაცვის რეფორმის განხორციელების პროცესში

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი საქართველოს თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას წერილს უგზავნის.

"პატივცემულო მინისტრო, ჩემთვის პატივი იყო თებერვლის ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე თქვენთან შეხვედრა. დიდად ვაფასებ თქვენი ერის მტკიცე ერთგულებას ჩვენი საერთო დემოკრატიული ფასეულობებისადმი და საქართველოს მიერ ავღანეთის ბრძოლის ველზე ჩვენთან ერთად გაღებული ფასდაუდებელი თავგანწირვისადმი. თქვენი ქვეყნის წვლილი გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში ღირებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო პარტნიორობის ძლიერ მაგალითს წარმოადგენს. მე დიდი პატივით მოვისმინე თქვენი შთამბეჭდავი და კარგად დასაბუთებული პრეზენტაცია საქართველოს თავდაცვის ტრანსფორმაციის საკითხებზე და აღნიშნულის განხორციელების პროცესში თქვენი ძალისხმევის პროგრესზე. სიახლე რასაკვირველია, საკმაოდ რთული, მაგრამ აუცილებელი კომპონენტია საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციისათვის. თავდაცვის დეპარტამენტი მზადაა დაეხმაროს საქართველოს ამ ამბიციური თავდაცვის რეფორმის განხორციელების პროცესში. მნიშვნელოვანია, თქვენს მიერ არჩეული კურსი და პრინციპებისადმი ერთგულება. მიუხედავად არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა, საქართველო განაგრძობს მსოფლიო სტაბილურობისადმი მხარდაჭერას. ჩემთვის პატივია, რომ თქვენი ქვეყანა სტრატეგიულ პარტნიორს წარმოადგენს და ველოდები ახლო მომავალში თქვენთან მორიგ შეხვედრას", - ნათქვამია წერილში, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."