გია ხუხაშვილი - "ფარცხალაძე "კეზერაშვილი N2"-ია"

გია ხუხაშვილი - "ფარცხალაძე "კეზერაშვილი N2"-ია"

გასულ კვირას გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი დაცვის წევრები თავდასხმაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მისი ცემა მის სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. თორდიამ ისიც აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახურის მიერ მოკვლეულ მასალებში ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებდა... ამ პროცესმა ჩვენში ბევრს გაახსენა წინა ხელისუფლების უკანონო ფინანსური სქემები და ფარცხალაძესა და დავით კეზერაშვილს შორის მსგავსების დანახვაც ბევრმა შეძლო. გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- ფარცხალაძისა და კეზერაშვილის ფიგურებს შორის მსგავსება ცხადია, შეიძლება ითქვას, ფარცხალაძე "კეზერაშვილი N2"-ია, მაგრამ მე მათ შორის განსხვავებასაც ვხედავ. საქმე ისაა, რომ ამ პრობლემას უფრო მასშტაბურად უნდა შევხედოთ. ის, რაც მოხდა, იმ სისტემური პრობლემის გამოვლინებაა, რომელიც ქართულ სინამდვილეში, პრაქტიკულად, მთელი უახლესი ისტორიის განმავლობაში გვხვდება. ტრადიციად დამკვიდრდა, რომ სახელმწიფოსთვის გარდამავალ ეტაპზე, ხელისუფლებების ცვლასთან ერთად, ფორმალური და არაფორმალური ინტერესჯგუფების ფორმირება ხდება, რომელთაგან ერთს აქვს პოლიტიკური კომპეტენცია და ინტერესი, მეორეს კი - ფინანსური ინტერესები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი ახერხებენ თანაცხოვრებას, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ კონფლიქტი გარდაუვალია და ის ვითარდება იმის მიხედვით, თუ ვინ არის დომინანტი, ანუ ფული მუშაობს პოლიტიკური ინტერესებისთვის, თუ - პირიქით.

სააკაშვილის მმართველობისას, შეიქმნა ოლიგარქიული სისტემა, ანუ პოლიტიკური და ფინანსური ინტერესები ისე შეერწყა ერთმანეთს, რომ ხელისუფლების პოლიტიკური ინტერესებისთვის მუშაობდა ბიზნესი, მათ შორის არა მხოლოდ პოლიტიკურად ანგაჟირებული, არამედ მთელი სისტემები, მათ შორის, საბანკოც... ეს, რა თქმა უნდა, მანკიერი სისტემა იყო, მაგრამ ბევრად უფრო სავავალოა, როდესაც პოლიტიკა იწყებს ბიზნესინტერსებისთვის მუშაობას, ანუ დომინანტად გვევლინება გარკვეული ფინანსური კლანები, რომლებიც პოლიტიკას თამაშის წესებს კარნახობენ.

დღეს, ჩემი აზრით, სწორედ ამ კონფლქიტს ვაკვირდებით. სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მიდის ახალი სისტემის ფორმირება, გადანაწილების პროცესი და დღეს ე.წ. ახალგამომცხვარ ოლიგარქიას აქვს პრეტენზია, რომ მან მოიპოვოს პოლიტიკაზე დომინანტობა. ეს ინციდენტიც ამის ერთ-ერთი გამოვლენაა, ვერ ვიტყოდი რომ ერთადერთი. ეს კონფლიქტი დიდი ხანია მიმადინარებს ფარულად, უბრალოდ, ეს ეპიზოდი გახმაურდა.

განსხვავება კეზერაშვილს და ფარცხალაძეს შორის სწორედ ის არის, რომ კეზერაშვილის ბიზნესინტერესები მუშაობდა პოლიტიკაზე, კეზერაშვილი კი მუშაობდა არა მხოლოდ პირად ინტერესზე, არამედ პარტიულ სალაროზე, დიდ პოლიტიკურ გეგმაზე. დღევანდელ იოლიგრაქია პირად ინტერესზე მუშაობს და პოლიტიკას იმსახურებს ამისთვის. ფარცხალაძე კი წარმოადგენს სწორედ ამ ოლიგარქიას, თუმცა მისი "ძლევამოსილებისთვის" სწორედ რომ რიგი სახელმწიფო სტრუქტურები იღწვიან. ისიც ყველას ახსოვს, რომ დღესაც საუბრობენ კომპეტენტური ადამიანები, რომ ფარცხალაძე კვლავ დიდი გავლენით სარგებლობს პროკურატურაში, ისიც გვახსოვს, რომ თავის დროზე ბადაშვილს მხოლოდ ფორმალურად უწოდებდნენ მთავარ პროკურორს და მიიჩნევდნენ, რომ პროკურატურას კვლავ ფარცხალაძე მართავდა.

რაც შეეხება ამ მითქმა-მოთქმას, რომ კალაძე და ფარცხალაძე ერთ დაჯგუფებას წარმოადგენენ, ამის თაობაზე დანამდვილებით არაფერი ვიცი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, კალაძეს და ფარცხალაძეს შორის დროებითი თანამშრომლობა მართლაც იყოს.

ანა გიორგაძე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."