"კაცი ძალიან აგრესიული იყო შვილების მიმართ" - რას ამბობს 19 წლის გოგო, რომელიც პაპის მკვლელობაშია ბრალდებული?!

"კაცი ძალიან აგრესიული იყო შვილების მიმართ" - რას ამბობს 19 წლის გოგო, რომელიც პაპის მკვლელობაშია ბრალდებული?!

ძალოვანებმა ერთი თვის წინ მომხდარი შემზარავი მკვლელობა გახსნეს და ბრალდება მოკლული მოხუცის ოჯახის წევრს წაუყენეს.

77 წლის ჯუმბერ კუპრეიშვილის მკვლელობაში მხილებულია მისი შვილიშვილი, 19 წლის მარიამ კუპრეიშვილი და მისი თანაკურსელი, 20 წლის გიორგი გვარამია. მათ ბრალად ედებათ ანგარებით ჩადენილი განზრახ მკვლელობა.

მომხდარზე სტატიას აქვეყნებს ჟურნალი "გზა", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

გამოძიების ცნობით, 9 აპრილს ბრალდებულებმა ერთ-ერთ მაღაზიაში შეიძინეს ხელთათმანები და დანა, მივიდნენ მოხუცის სახლში და ცივი იარაღით 40 ჭრილობა

მიაყენეს, შემდეგ კვალის დასაფარავად ბინაში ხანძარი გააჩინეს და მიიმალნენ. გამოძიების თქმით, ბრალდებულებს ბინაში 200 ათასი დოლარი ეგულებოდათ, მაგრამ თანხა ვერ იპოვეს და ბინიდან 335 ლარი წაიღეს. პროკურატურის მტკიცებით, საქმეში დევს წერილიც, რომელიც ბრალდებულების მიერ დანაშაულის წინასწარ დაგეგმვას ადასტურებს, თუმცა პროკურატურა შინაარსს არ ასაჯაროებს.

საქმეში არსებობს დაკავებული ახალგაზრდების ჩვენებებიც, სადაც დეტალურად აღწერენ ვითარებას და აღიარებენ დანაშაულს.

გიორგი ბერიძე, მარიამ კუპრეიშვილის ადვოკატი:

- 19 წლის ბავშვები მიიტყუეს სპეციალურად და არ უთხრეს, რომ შეეძლოთ, ადვოკატი ჰყოლოდათ. ჩემს დასაცავს ჩვენება არ მიუცია, უბრალოდ მას გამომძიებლის დაწერილზე მოაწერინეს ხელი.

- მაშინ გვიამბეთ თქვენი ვერსია, მარიამი იმ დღეს იქ არ მისულა?

- მარიამის პაპა მარტო ცხოვრობდა, ის ნაჩხუბარი იყო ოჯახის ყველა წევრთან. მას ჰყავდა ორი ცოლი და ოთხი შვილი, ორივე მეუღლესთან გაშორებული იყო და ამჟამად ჰყავდა საყვარელი. ძირითადად მარტო ცხოვრობდა, ძალიან აგრესული იყო შვილების მიმართ. არც თანხა ჰქონდა. მარიამი ცდილობდა, მამამისი და პაპა შეერიგებინა, ის ამბობს, რომ პაპა უყვარდა.

- რატომ უნდა მიეტანათ ეჭვი უდანაშაულო 19 წლის გოგოზე, რა ინტერესი უნდა ჰქონოდა პროკურატურას?

- ამ საქმეში იმხელა რესურსი დახარჯა პროკურატურამ, რომ აუცილებელი იყო ხელი ვიღაცისთვის დაედო. პრესტიჟის საქმე იყო ამ დანაშაულის გახსნა. პროკურატურას უნდა, ვიღაც დასაჯოს.

- მაინც ვერ მივიღე პასუხი, რატომ მაინცდამაინც მარიამი?

- მოხდა გაუგებრობა, რომელზეც ვერ ვისაუბრებ. ვერ გავახმაურებ ამ დეტალებს. უდანაშაულო ადამიანები ბევრჯერ დასჯილან. არ მინდა, ჩემი დასაცავიც ასე დაისაჯოს.

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 18 მაისის ნომერში

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ