სტიქია რეგიონებში - დაზიანებული გზები, დატბორილი ეზოები და განადგურებული მოსავალი

სტიქია რეგიონებში - დაზიანებული გზები, დატბორილი ეზოები და განადგურებული მოსავალი

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ საქართველოს რამდენიმე რეგიონში პრობლემები შექმნა. ლაგოდეხის რაიონის სოფლებში ძლიერმა სეტყვამ საქობოსა და ჩადუნიანში ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა. წვიმის შედეგად დაიტბორა ასევე რამდენიმე საცხოვრებელი სახლიც. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა მოსახლეობას შიდა ქართლში - გორში დაიტბორა ეზოები.

წვიმის და სეტყვის შედეგად დაზარალდა ქვემო ქართლიც. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს, სადაც გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და გზები დააზიანა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ კლდეისთან გვიან ღამით, კლდე ჩამოინგრა და გზა ჩახერგა. გზის გაწმენდითი სამუშაობი დილიდან დაიწყო

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, წუხელ ბორჯომში, მეწყერსაშიში ზონიდან 13 ადამიანის გაყვანა გახდა საჭირო.

იხილეთ ვიდეო: მეწყერი ბორჯომში: როგორ გაჰყავთ მაშველებს საშიში ზონიდან ადამიანები

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ზოგ შემთხვევაში მოსახლეობა წინასწარ გააფრთხილეს მოსალოდნელი სტიქიის შესახებ, ზოგან კი მათი უსაფრთხო ადგილას გადაყვანა გახდა საჭირო.

სინოპტიკოსების პროგნოზით, წვიმა და ცვალებადი ამინდი მთელი საქართველოს მასშტაბით 24 მაისამდე შენარჩუნდება.

წაიკითხეთ: როდემდე შენარჩუნდება წვიმა და ცვალებადი ამინდი - უახლოესი დღეების პროგნოზი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი