"ბარის თანამშრომელს იარაღით ხელში თავს დაესხა" - რას ჰყვებიან მოწმეები თორდიას შესახებ ვიდეოში ასახულ ინციდენტზე

"ბარის თანამშრომელს იარაღით ხელში თავს დაესხა" - რას ჰყვებიან მოწმეები თორდიას შესახებ ვიდეოში ასახულ ინციდენტზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარის თანამშრომლების ჩვენების თანახმად, მათთვის უცნობი მამაკაცი ბარში მუსიკისთვის ხმის არაწევის გამო ერთ-ერთ მათგანს იარაღით ხელში თავს დაესხა და იარაღი სახის არეში რამდენჯერმე დაუმიზნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებებს აკეთებს 2016 წლის 24 დეკემბერს ღამით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს.

"შეტყობინების თანახმად, აღნიშნულ ბარში დ.გ.-ს უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღი დაუმიზნა და დაემუქრა.

გამოძიების დაწყებისთანავე, მოწმის სახით გამოკითხული ბარის თანამშრომლების: 2016 წლის 24 დეკემბერს გამოკითხული - დ.გ-ს, ხოლო 26 დეკემბერს გამოკითხული ლ.ა.-ს და ჯ.დ.-ს ჩვენებებით, მათთვის უცნობი მამაკაცი ბარში მუსიკისთვის ხმის არ აწევის გამო იარაღით ხელში თავს დაესხა დ.გ.-ს და იარაღი სახის არეში რამდენჯერმე დაუმიზნა. აღნიშნული პირი ძლიერ ნასვამი იყო და სიტუაციის განმუხტვა შესაძლებელი გახდა მხოლოდ მისი თანხმლები პირის ჩარევის შედეგად. მოწმეების ჩვენებით, ხსენებული მამაკაცი აგრესიულად იქცეოდა და მისი მხრიდან დ.გ-ზე განხორციელებულმა თავდასხმამ მათში მუქარის განხორციელების რეალური შიში გამოიწვია", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განმარტებით, ინციდენტზე, რომლის ამსახველი ვიდეოც დღეს გავრცელდა, გამოძიება მაშინვე, 2016 წლის დეკემბრის ბოლოს დაიწყო.

წაიკითხეთ ასევე: რა განცხადებას აკეთებს შსს ვიდეოზე, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ