34 წლის ქართველი ქალი თურქეთში წამებით მოკლეს - ემიგრანტები მკვლელობის დეტალებზე

34 წლის ქართველი ქალი თურქეთში წამებით მოკლეს - ემიგრანტები მკვლელობის დეტალებზე

თურქეთში 34 წლის ქართველი ქალი მოკლული იპოვეს. თურქული მედიის ინფორმაციით, იგი ფაცის რაიონში ყელგამოჭრილი იპოვეს, ხოლო დანაშაულში ეჭვმიტანილი ტრაპზონში დააკავეს.

თურქეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ გარდაცვლილი ელენე გ. განსაკუთრებული სისასტიკითაა მოკლული. ემიგრანტებზე დაყრდნობით შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას მკვლელობის დეტალების შესახებ:

"პირველ სართულზე ცხოვრობდა მკვლელი. ელენეს სამსახურის გზაზე უნდა გაევლო მკლელის სახლის წინ. ჩაუსაფრდა და დანის მუქარით სახლში შეიყვანა. ელენეს გარეთ დარჩა ფეხსაცმელი და ჩანთა, რითაც მოძებნეს და იპოვეს... დასერილი აქვს სახე და ვენები, გამოჭრილი აქვს ყელი..." - ამბობს შოთა სიხარულიძე. მისივე ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცი უკვე დაკავებულია. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ზესტაფონელი ქალი 13 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა თურქეთში.

როგორც AMBEBI.GE-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქართველოს საკონსულოში შესულია შეტყობინება თურქეთის პოლიციის მხრიდან. შესაბამისად, საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფება როგორც მოკლულის ოჯახის წევრებთან, ისე ადგილობრივ სამართალდამცველებთან. გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა მიმდინარეობს. მას დღეს გადმოასვენებენ.

იხილეთ ვიდეო: სასტიკი წამებით მოკლული ქართველი ემიგრანტი - 34 წლის ქალის ცხედარი ეჭვმიტანილის სახლში სკამზე მიბმული იპოვეს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ