აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე - მიმაჩნდა, რომ საქართველოს მისწრაფებები ჰქონდა ევროპული იდეებისადმი...

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე - მიმაჩნდა, რომ საქართველოს მისწრაფებები ჰქონდა ევროპული იდეებისადმი...

მე თან მაქვს აფგან მუხთარლის პასპორტი და მაინტერესებს, ქართველმა მესაზღვრეებმა როგორ გადაუშვეს ჩემი მეუღლე საზღვარზე პასპორტის გარეშე, - ამის შესახებ დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევამ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აფგან მუხთარლი ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას და მისი გაურკვეველ ვითარებაში დაკავება და აზერბაიჯანში გადაყვანა სწორედ მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება.

ლეილა მუსტაფაევას განმარტებით, დაკავების შემდეგ აფგან მუხთარლისთან აღარ უსაუბრია და მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან პასუხებს, თუ რატომ მოხდა მისი მეუღლის გაუჩინარება გაურკვეველ ვითარებაში.

"მე ვფიქრობდი და მიმაჩნდა, რომ საქართველოს მისწრაფებები ჰქონდა ევროპულ ხედვებთან და იდეებთან, თუმცა აღმოჩნდა, რომ აქ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დარღვეულია. მე ხელში ჩემი მეუღლის საბუთები მიკავია და მაინტერსებს, თუ როგორ გადაკვეთა მან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი საბუთების გარეშე", - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

მთავრობის ადმინისტრაციასთან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერად ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების საპროტესტო აქცია იმართება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ