"პირადი ცხოვრების ამსახველი კადრი "ციანიდის საქმეში" არ არსებობს" - ირაკლი შოთაძე

"პირადი ცხოვრების ამსახველი კადრი "ციანიდის საქმეში" არ არსებობს" - ირაკლი შოთაძე

მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმეში არანაირი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა არ არსებობს.

"ბრალდებულ გიორგი მამალაძის ბრალდების ნაწილში წარიმართა საქმე სასამართლოში. მიმდინარეობს არსებითი განხილვა. რაც შეეხება მის შესაძლო თანამონაწილეებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას, ამაზე უკვე გავაკეთეთ განცხადება. ამაზე ცალკე გამოიყო საქმე და შესაძლო თანამონაწილეების, ასევე სხვა პირების მიმართ მიმდინარეობს გამოიება.

არანაირი პირადი ცხოვრების, საიდუმლოების ამსახველი კადრი ე.წ. ციანიდის საქმეში არ არსებობს. ამაზე შესაბამისი კომენტარი პროკურორმა უკვე გააკეთა", - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

როგორც ცნობილია, ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო განხილვისას ერთ-ერთმა პროკურორმა, ვლადიმერ ვექილიანმა განაცხადა, რომ საქმეში დევს ვიდეო, აუდიო და წერილობითი მტკიცებულები, რომლებიც პირადი ცხოვრების ამსახველ ინფორმაციას, მათ შორის ინტიმურ დეტალებს შეიცავს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ