აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა

2016 წლის 19 მაისს ხურჩაში საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯიოღლი ე. წ. წინაპატიმრობაში აღარ იმყოფება.

გალში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტეს.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება, არა მხოლოდ გალის შეხვედრებზე, არამედ უფრო მაღალი დონის შეხვედრებზე.

გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე, ბოლო პერიოდში ე.წ. საზღვარზე გახშირებულ დაკავებებზეც იმსჯელეს, საუბარი შეეხო ასევე დრანდის ციხეში მყოფი პატიმრის გიორგი ლუკავას საკითხსაც.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ