ადვოკატი - გატაცების პრობლემასთან მიმართებაში არაადეკვატურია მუხთარლის მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა

ადვოკატი - გატაცების პრობლემასთან მიმართებაში არაადეკვატურია მუხთარლის მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა

გატაცების პრობლემასთან მიმართებაში არაადეკვატურია მუხთარლის მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა, - ამის შესახებ აფგან მუხთარლის ოჯახის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ოჯახს საქართველოს მოქალაქეობა არ სურს.

"მთავარი პრობლემა არის ის, რომ ადამიანი გაიტაცეს, ძალით ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე. ამ პრობლემასთან არაადეკვატურია მუხთარლის მეუღლისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა", - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრეზიდენტს სთხოვს, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში.

"მინდა დავაფიქსირო საქართველოს მთავრობის მხრიდან სრული მზადყოფნა, რომ მომართვის შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტრო დახმარებას აღმოუჩენს აზერბაიჯანის მოქალაქის, აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ყველანაირი სამართლებრივი პროცედურების მოგვარების კუთხით. ამასთან, მინდა ვთხოვო საქართველოს პრეზიდენტს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა", - ნათქვამია პრემიერის განცხადება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ