"არ არის საჭირო შოუების გაკეთება" - რას პასუხობს აფგან მუხთარლის მეუღლე გიორგი კვირიკაშვილს

"არ არის საჭირო შოუების გაკეთება" - რას პასუხობს აფგან მუხთარლის მეუღლე გიორგი კვირიკაშვილს

მე არ დავთანხმდები, რადგან საქართველოს მოქალაქეობა რომ დამჭირვებოდა, ამას ადრე გავაკეთებდი, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომ მუხთარლის ოჯახს პრეზიდენტმა დაჩქარებული წესით მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა.

მისი განცხადებით, გასულ წელს, როცა ბინადრობის ნებართვა მოითხოვა, მას უთხრეს, რომ "დაკავებული იყო საშიში საქმიანობით". მუსტაფაევას თქმით, გამოდის, რომ მეუღლის დაკავების შემდეგ ის საშიში აღარ არის. ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, "არ არის საჭირო შოუების გაკეთება".

"გასულ წელს ბინადრობის ნებართვის თხოვნით მივმართე საქართველოს. მითხრეს, რომ მე დაკავებული ვარ საშიში საქმიანობით და ეს არ შეესაბამება საქართველოს ინტერესებს. მაშ რა არის ეს? გამოდის, რომ მე აღარ ვარ საშიში ჩემი ქმრის დაჭერის შემდეგ? არ არის საჭირო შოუს მოწყობა ერთი ჟურნალისტის დაკავებით, ჩემი ქმრის დაკავებით. არ არის საჭირო ასეთი შოუების გაკეთება. სჯობდა მიემართათ სამართალდამცავი ორგანოებისთვის, რომ მათ საქმე ისე გამოეძიებინათ, როგორც საჭიროა. დღევანდელ დღემდე მე და ჩემს ადვოკატს არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია, არ გაგვაცნეს საქმე", - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლეს, ლეილა მუსტაფაევას და მის ადვოკატს შეხვდა. შალვა ხუციშვილმა ლეილა მუსტაფაევას და მის შვილებს უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები შესთავაზა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მათ მიმდინარე ვითარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ