გიორგი ბადაშვილის სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი განიხილება - საგამოძიებო სამსახურის კომენტარი

გიორგი ბადაშვილის სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი განიხილება - საგამოძიებო სამსახურის კომენტარი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის გიორგი ბადაშვილის სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი განიხილება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, საკითხთან დაკავშირებით განცხადება ორშაბათს გაკეთდება.

"გიორგი ბადაშვილი და მისი გუნდი ამ ეტაპზე აგრძელებს მოვალეობის შესრულებას, თუმცა განიხილება გიორგი ბადაშვილის სხვა თანამდებობაზე გადასვლის საკითხი. საკითხზე განცხადება ორშაბათს გაკეთდება", - აცხადებენ პრესსამსახურში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."