აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილს დაცვა დაენიშნა

აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილს დაცვა დაენიშნა

ლეილა მუსტაფაევასა და მის მცირეწლოვან შვილს დაცვა დაენიშნა, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს აფგან მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა განუცხადა.

ჩოფიკაშვილის თქმით, უახლოეს მომავალში გადაწყდება ამ საქმეში მოწმეთა დაცვის საკითხიც.

"გადაწყვეტილება მიიღეს, რომ დაცვა დაენიშნება ქალბატონ ლეილას და მის მცირეწლოვან შვილს, ასევე იმსჯელებენ მოწმეთა დაცვის საქმესთან დაკავშირებითაც და მოგვიანებით გვაცნობებენ ამის შესახებ", - განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

თბილისის ძველი პოლიციის N1 განყოფილებაში ლეილა მუსტაფაევა ადვოკატთან ერთად უწყების წარმომადგენლებს დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ხვდებოდა. ადვოკატისა და თავად ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, საუბარი ძირითადად აფგან მუხთარლის ოჯახისა და საქმეში არსებული მოწმეების უსაფრთხოებას ეხებოდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ