მამუკა მდინარაძე - მუხრანში შეხვედრაზე დაფიქსირდა აზრი, პრეზიდენტის 2018 წელს არაპირდაპირი წესით არჩევის თაობაზე

მამუკა მდინარაძე - მუხრანში შეხვედრაზე დაფიქსირდა აზრი, პრეზიდენტის 2018 წელს არაპირდაპირი წესით არჩევის თაობაზე

შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მუხრანში გამართულ უმრავლესობის შეხვედრაზე დაფიქსირდა აზრი, პრეზიდენტის 2018 წელს არაპირდაპირი წესით არჩევის თაობაზე, აღნიშნული საკითხი უმრავლესობაში კიდევ ერთხელ იქნება განხილვის საგანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

მდინარაძის ინფორმაციით, მუხრანის შეხვედრაზე 2018 წლიდან არაპირდაპირი წესით არჩევაზე გადასვლის შესახებ რამდენიმე ადამიანმა გამოხატა საკუთარი პოზიცია.

"კონკრეტულ პირებზე საუბარს აზრი არ აქვს, რადგან ეს აზრი სხვადასხვა ადამიანების მხრიდანაც გახმოვანდა. არგუმენტი იყო ის, რომ როდესაც კომპრომისს აზრი ეკარგება, მაშინ შესაძლებელია პირდაპირ გადავიდეთ იმ სისტემაზე, რაც არის სწორი, კლასიკური გაგებით საპარლამენტო მოდელისათვის. საკითხი უმრავლესობაში კიდევ იქნება განხილვის საგანი", - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მომავალ წელს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევის წინადადება უმრავლესობის შეხვედრაზე მამუკა მდინარაძემ გამოთქვა, რასაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც დაეთანხმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."