"გირჩის" რელიგიური ორგანიზაცია გასაბერი ეკლესიის შესაძენად ფულს აგროვებს

"გირჩის" რელიგიური ორგანიზაცია გასაბერი ეკლესიის შესაძენად ფულს აგროვებს

"გირჩის" რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლება" ეკლესიისთვის თანხის შეგროვებას იწყებს. თანხის შეწირვაზე შესაბამისი ინფორმაცია "ბიბლიური თავისუფლების" "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა.

ტექსტში ვკითხულობთ:

"ხელისუფლება ცდილობს ბიბლიურ თავისუფლება წარმოადგინოს არარეალურ რელიგიურ ორგანიზაციად. უღმერთო ადამიანები არგუმენტად ცდილობენ გამოიყენონ ტრადიციული რელიგიური დენომინაციებისათვის დამახასიათებელი ატრიბუტების არქონა.

ბიბლიური თავისუფლების იერარქების ლოცვა-კურთხევით გადაწყდა საღვთო მსახურებისთვის შევიძინოთ ეკლესია, რომლის გამოყენების შესაძლებლობა უნდა მიეცეს ბიბლიური თავისუფლების 500-მდე მღვდელმსახურს.

რაციონალური მსჯელობის შედეგად მივედით დასკვნამდე, რომ ეკლესია იყოს მობილური და იაფი. ბაზარზე არსებული არჩევანებიდან ასეთია გასაბერი ეკლესია.

პროექტის რისკი: უღმერთო და შურიანი ადამიანები სადგისით, რაც დაძლევადია ვულკანიზაციების არსებობის პირობებში.

SWOT ანალიზზე დაყრდნობით გადაწყდა შევიძინოთ გასაბერი ეკლესია. პროექტის ღირებულება შეადგენს $3000. შეეწიეთ ეკლესიას ამ საშვილიშვილო საქმის აღსასრულებლად" - ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

შეგახსენებთ, 2017 წლის 3 მარტს საჯარო რეესტრში ახალი რელიგიური ორგანიზაცია "ბიბლიური თავისუფლების" სახელით დარეგისტრირდა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესიის ხელმძღვანელად პოლიტიკური პარტია "გირჩის" წევრი ნიკა ობოლაძე დასახელდა. მთავარ ღირებულებად თავისუფლება განისაზღვრა. თავისუფლების შეზღუდვის ძირითად მაგალითად კი სავალდებულო სამხედრო სამსახური იქცა.

ძალადობის მსხვერპლ გოგონას მამა არ ჰყავდა, დედა კი თურქეთში მუშაობდა - "პოლიციამ 4 თვის წინ იცოდა და მოძალადე არ დაუკავებია... სკოლა იტყუება"

"გამიმართლა, რომ საქმე პროფესიონალების ხელში მოხვდა" - ნეკა სებისკვერაძე პოლიციას  მადლობას უხდის

"პოლიციიდან მე და ჩემს მეუღლესაც დაგვირეკეს და გვაცნობეს, რომ 2000/2000 ლარით ვართ დაჯარიმებულები" - რას წერს გია ბარამიძე?