"ქართველი რომეო და ჯულიეტა" - მცხეთაში აღმოჩენილი სამარხის სევდიანი ფოტოამბავი...

"ქართველი რომეო და ჯულიეტა" - მცხეთაში აღმოჩენილი სამარხის სევდიანი ფოტოამბავი...

არქეოლოგ ქეთი დიღმელაშვილის საინტერესო ფოტო-ისტორია, რომელიც "ქართველი რომეო და ჯულიეტას" შესახებ მოგვითხრობს... ახალგაზრდა წყვილის ნეშტი 2014 წელს, მცხეთასთან ახლოს აღმოაჩინეს, საფლავი V-VI საუკუნეებით თარიღდება. აი, რას წერს არქეოლოგი ამ სევდიანი ისტორიის შესახებ:

"არ ვიცით რა ერქვათ, ვინ იყვნენ და რა დაემართათ... არაფერი ქონიათ ჩატანებული, უმცირესი რამაც კი. ის რაც 2014 წელს სამარხის გახსნის შემდეგ შიგ დამხვდა, მაინც საკმარისზე მეტი იყო: მარჯვნივ ქალია - 25-30 წლის, მარცხნივ - მამაკაცი, 40-45 წლის. "მხარზე დადებული" თავი და უფრო მეტი - "მაგრად ჩაჭიდებული" ხელი, საკმაოდ ბევრის მეტყველი იყო. მაშინვე გადავამოწმე ანთროპოლოგთან, ხომ არ ვტყუოდი - მან დამიდასტურა, რომ ისინი ერთად დაკრძალულნი იყვნენ და ხელები ნამდვილად ჩაჭიდებული ქონდათ...

ჰოდა, ასე დაიბადა ახალი ისტორია. მაშინვე რაც პირველი გაგვახსენდა არქეოლოგებს, ქართველი რომეო და ჯულიეტა იყო, მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, რატომ არ შეიძლება მათთვის აბესალომ და ეთერი, ან ავთანდილი და თინათინი, ნესტან-დარეჯანი და ტარიელი, თუნდაც ქეთო და კოტე გვეწოდებინა... ჩვენც რამდენი გვყოლია თურმე... მცხეთა. V-VI სს", - წერს არქეოლოგი.

Georgia’s Romeo and Juliet – Romantic tomb found in Mtskheta

რა იპოვეს არქეოლოგებმა უძველეს სამარხში, რომელიც ყველაზე მდიდარ ადამიანს ეკუთვნოდა - ვარნას ცივილიზაციის საიდუმლო

პატარა ლაზარეს, რომელსაც ძვლის სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება

"ამ დაავადების მქონე პაციენტების რიცხვი საქართველოში მცირეა, პრეპარატი -ძვირადღირებული“ - ბიჭი, რომელიც ბავშვობაში სამყაროს ფანჯრიდან უყურებდა