რატომ გარბიან ქართველები საქართველოდან?

რატომ გარბიან ქართველები საქართველოდან?

დღეს დასავლეთის ქვეყნებში ათასობით ქართველი ცხოვრობს: ზოგი­ერთი მათგანი სასწავლებლად არის წასული, ზოგი - სამუშაოდ. ბევრმა ოჯახიც შექმნა და უცხოეთში დარჩენა გადაწყვიტა. მატერიალურმა სიდუხჭირემ და უკეთესი ცხოვრებისკენ ლტოლვამ, ეს ადამიანები ემიგრანტებად აქცია და სამშობლოს დააშორა.

საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს ამ საკითხზე სასაუბროდ დავუკავშირდით:

"ყველაზე მთავარი ის სიყვარულია, რასაც ჩემი ხალხისგან ვიღებ"

მურმან ჯინორია, მსახიობი:

- საერთოდ ვერ ვფიქრობ, რომ შეიძლება, სხვა ქვეყანაში დავბადებულიყავი. მე ქართული ყველაფერი მომწონს და იმიტომაც ვცხოვრობ ამ ქვეყანაში, ხოლო ვისაც არ მოსწონს, გარბის. მიუხედავად ყველაფრისა, რაიმეს შეცვლა რომ შეიძლებოდეს, მაინც საქართველოს ავირჩევდი, აქ ვიცხოვრებდი და მოვკვდებოდი - მთელი მსოფლიო შემოვლილი მაქვს, მაგრამ მაინც ასე ვფიქრობ. მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ის სიყვარული, რასაც ჩემი ხალხისგან ვიღებ, ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, ყველაზე მთავარია.

"ერთადერთი, რაც გვაკლია, ეს არის ჭკვიანი ხალხი ქვეყნის სათავეში!"

მიხეილ ცაგარელი, ასტრო­ლოგი:

- ის ხალხი, ვისაც გული უცხოეთისკენ მიუწევს, ამ საკითხს მერკანტილური თვალსაზრისით უდგება. მათ საქართველოში ცხოვ­რება არ მოსწონთ, რადგან აქ უმუშევრობაა, გაუტანლობაა და მხოლოდ 20 პროცენტი ფლობს ყველაფერს, მხოლოდ ეს მცირე ნაწილი ცხოვრობს და "გრიალებს", დანარჩენები კი ცხოვრებას ებრძვიან - ეს არის მიზეზი, რატომაც არ უნდა ქართველს საქართველოში ცხოვ­რება. მთავარია, საკუთარი თავი, ოჯახი გადაარჩინონ და ძირითადად, სწორედ ამ მიზნით მიდიან უცხოეთში. საქართველო არ არის ხელწამოსაკრავი ქვეყანა - მას არნახული ენერგია აქვს. აქ რომ ჩამოდიოდნენ ინდოელი იოგები, გაოცებული რჩებოდნენ - თქვენ არ იცით, რამხელა ენერგეტიკაა ამ მიწაზეო. აქ თავის დროზე მორბოდა ჰიტლერი, რომელმაც იცოდა, რომ საქართველოში არის დიდი ენერგეტიკული ცენტრი. ქართული მუსიკა, ცეკვა, ქართული სუფრა ხომ ნამდვილი სასწაულია! ერთადერთი, რაც გვაკლია, ეს არის ჭკვიანი ხალხი ქვეყნის სათავეში! ამბიციური ჯგუფი ადამიანებისა წლების განმავლობაში იპყრობს ქვეყნის მართვის სადავეებს და მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს. მათი დამსახურებაა, რომ ხალხი აქედან გარბის და სულ მალე, საქართველოში ქართველი აღარ იქნება. მე მათ უნდა ვკითხო: ვის უტოვებთ ამ მიწას - თურქებს, არაბებს თუ ირანელებს? აქ რომ ჩამოიყვანო გერმანელი პრემიერ-მინისტრი თავისი გუნდით, საქართველო აყვავდება. ქართველი კი, თანამდებობასთან არ უნდა მიუშვა, რადგან ის სკამზე თავის სახეს კარგავს. საქართველოში ცხოვრება ძნელია, მაგრამ უნდა გავუძლოთ და ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალოთ. გაქცევა ყველას შეუძლია, მაგრამ ეს სიკეთეს არ მოგვიტანს. მე თუ მკითხავთ, უცხოეთში სამოგზაუროდ წავიდოდი, საცხოვ­რებლად კი - არა.

"გაქცევა პრობლემას ვერ მოაგვარებს"

ნანიკო ხაზარაძე, ტელე­წამყვანი:

- თუ უმეტესობა საქართველოდან გაქცევას მოინდომებს, მაშინ აღარავინ დარჩება, ვინც ამ ქვეყნის მომავალზე იზრუნებს. ამიტომ, მე ისევ ჩემს ქვეყანაში ცხოვრებას ვისურვებდი. ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ სხვაგან ცხოვრება უკეთესია. თუმცა, თუ ადამიანს სურვილი აქვს და რაღაცის გაკეთება სურს, ამის საშუალებას ყველა ქვეყანა იძლევა. გაქცევა პრობლემას ვერ მოაგვარებს. კეთილი ვინებოთ, აქ ვისწავლოთ, ვიშრომოთ და აქ მოვუაროთ ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას. უცხოეთში წასვლა არ ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად კარგი სამსახური გექნება და მაშინვე მილიონერი გახდები. საქართველოდან ბევრი მიდის, მაგრამ რომ ვაკვირდები, ბოლოს მაინც ყველა უკან ბრუნდება, რადგან პრობლემების მიუხედავად, ქართველებს მაინც გვიყვარს ჩვენი სამშობლო... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

"მიშას არ ვუთხარი უარი მთავარ გამოწვევაზე" - ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართვა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ

ქობულეთში სამკერვალო ფაბრიკის 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

"არ მინდა ასეთი ტკივილისთვის გავიმეტო დედა, მამა და გია... მაპატიეთ, გადაიტანთ როგორმე" - თამარ ბაჩალიაშვილის 5 ემოციური ვიდეოჩანაწერის ამონარიდები