ავტორი:

"არ მინდა ასეთი ტკივილისთვის გავიმეტო დედა, მამა და გია... მაპატიეთ, გადაიტანთ როგორმე" - თამარ ბაჩალიაშვილის 5 ემოციური ვიდეოჩანაწერის ამონარიდები

"არ მინდა ასეთი ტკივილისთვის გავიმეტო დედა, მამა და გია... მაპატიეთ, გადაიტანთ როგორმე" - თამარ ბაჩალიაშვილის 5 ემოციური ვიდეოჩანაწერის ამონარიდები

დღეს გენერალურმა პროკურატურამ მედიის წარმომადგენლებისთვის თამარ ბაჩალიაშვილის ის ხუთი ვიდეოჩანაწერი გაასაჯაროვა, რომლებსაც გოგონა, დროდადრო აკეთებდა.

AMBEBI.GE ემოციური ვიდეომასალის დეტალებს გთავაზობთ.

აღნიშნულ ვიდეოებში თამარის ემოციური მდგომარეობა, დაბალი თვითშეფასება და საკუთარ თავზე მუშაობის მცდელობა ჩანს. ის უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით, თავისი გარეგნობით, სწავლით, სამსახურით და მიღწევებით. ვიდეოჩანაწერებში, სადაც თამარი უმთავრესად მეორე პირში საუბრობს, ხშირად ისმის შეძახილი, გამხნევება და მოწოდება საკუთარი თავის მიმართ.

ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც საფრანგეთის ქალაქ რენშია გადაღებული, მსგავსი შინაარსის მონოლოგია ჩაწერილი:

"თამარ, შენ ეს შეგიძლია, შენ უკეთესი უნდა გახდე და გამოსწორდე. შენ უნდა გამოსწორდე, მხოლოდ შენ ხარ შენი თავის პატრონი, სხვა პატრონი არ გყავს. სამუდამოდ გინდა დარჩე ფონიჭალაში, 27კვ.მ ბინაში სამ ოჯახის წევრთან ერთად, იყო გამოუსადეგარი და მოსაწყენი ადამიანი?

2012 წელს რაც ვერ შეძელი... ისიც კი ვერ შეძელი, სიცოცხლის დასრულება...ახლა, როგორც გინდა, შეითავსე სწავლა, შრომა და ურთიერთობები. შენ უნდა განვითარდე, ყველას უნდა დაუმტკიცო, რომ მათზე უკეთესი ხარ, ბევრი უნდა იმუშაო თავზე, შედეგთან უნდა მიხვიდე, სხვანაირად ტეხავს".

ერთ-ერთ ვიდეოში თამარი წარუმატებელ სემესტრზე ლაპარაკობს და ამის გამო საკუთარ თავს ტუქსავს:

"ვერაფერს ვერსად მიაღწიე, პიროვნულად ვერ განვითარდი, არაფერი შეიცვალა ჩემთვის, ვერ მივიღე შედეგი, რაც მარტო ჩემი ბრალია. ადრე რთულ მომენტებს ტირილით გადმოვცემდი, ახლა ვეღარ ვტირი. არ ვიცი, კაია, თუ ცუდი, მაგრამ უფრო მძიმედ ვგრძნობ თავს. არანაირი გეგმის დაწყობას ცხოვრებაში აზრი არ აქვს.

რა უნდა ცხოვრებას ჩემგან?! 2012 წლის გეგმის განხორციელებაზე ბევრი ვიფიქრე, გეგმები დავაწყე, შეიძლებოდა გამეკეთებინა, მაგრამ ძალიან სუსტი ვარ, რეალურად".

შემდეგ ჩანაწერში გოგონა სამსახურზე აკეთებს აქცენტს და მოუწოდებს თავს, რომ ისწავლოს, განვითარდეს, მერე დატოვოს ის და მოძებნოს ახალი სამსახური. ახსენებს უნივერსიტეტსაც და წარუმატებელ გამოცდებს.

"არ ვიცი, რისი ბრალია, მაგრამ ვერც ერთი საგანი ვერ ჩავაბარე, რატომ მოგივიდა ეს? ყველაფერს ცდილობდი, მაგრამ შედეგი არ არის. ვერაფერი ვერ გააკეთე, გესმის? ახლავე შემეძლო საიქიოში გამგზავრება, თავს მოვიკლავდი... რას მივაღწიე? ნიჭიერი არ ვარ, ლამაზი არ ვარ, ჭკვიანი არ ვარ, კეთილი არ ვარ. არაფერი შენ არ შეგიძლია და ვაღიაროთ, რომ ძალიან სუსტი აღმოჩნდი, დაკარგე შანსი პარიზში წასვლის, კარგავ დიპლომს, ალბათ ჩარჩები კურსზე და ერთი სრული წელი მოგემატება"....

ხუთი ვიდეოდან ორში შავ ფონს გასდევს მხოლოდ გოგონას ხმა და ტირილით მოყოლილი ამბები, რომელიც სამსახურს, თანამშრომლებს, მენეჯერ ნიკა გეჯაძესა და უიმედო სიყვარულს შეეხება.

გოგონა თავს საყვედურობს, რომ არ უნდა მიეცა თავისთვის უფლება ნიკაზე ეფიქრა, რომლისთვისაც ის მხოლოდ რიგითი თანამშრომელია და სხვა არაფერი, რომ მას სხვა აინტერესებს, სხვა მოსწონს და თავს აიძულებს მასზე აღარ იფიქროს.

ვიდეოში თამარი ახსნებეს თანამშრომელ ნინისაც და თავს საყვედურობს, რომ ტყუილად გაუჩნდა დიდი მოლოდინები და ოცნებები, დიდი ბედნიერება დაკარგეს ორივემ, მარტოობა ცუდია, თუმცა ცხოვრება გრძელდება.

გოგონა ულტიმატუმს უყენებს საკუთარ თავს: "ან უნდა მოკვდე, ან ნორმალურად გააგრძელო ცხოვრება. ასე აღარ შეიძლება. არ დაუშვა ასე გაიფუჭო ნერვები, შენს შვილებს ნორმალური დედა უნდა ჰყავდეთ. 22 წლისას თუ არავინ მყავს, არ ნიშნავს, რომ აღარ მეყოლება ვინმე, გთხოვ, ნუ იფუჭებ ნერვებს! ცხოვრება მშვენიერია!”

მეხუთე ვიდეოში თამარი სასოწარკვეთილია და თვითმკვლელობაზე საუბარს უთმობს:

"ისიც კი ვიცი, თავი როგორ მოვიკლა, მაგრამ არ მინდა ასეთი ტკივილისთვის გავიმეტო დედა, მამა და გია. მეცოდებიან, რომ მოვლენ და ტყეში მკვდარს მნახავენ, ამიტომ არ ვიკლავ თავს. არც ტკივილის მეშინია, არც არაფრის, აღარ შემიძლია ასე გაგრძელება, აღარ მინდა სიცოცხლე. ჩემს მშობლებს რა ვუყო, როგორ გავუმწარო ცხოვრება? შვება იქნება სიკვდილი. როგორ მინდა, როგორ! მაპატიეთ, თუ ვერ გავუძლებ და თავს მოვიკლავ, მაპატიეთ. იცოდეთ, სხვა გზა არ მქონდა და გადაიტანთ როგორმე”.

"არასდროს გვიგროვებია სიმდიდრე... ბინძური ბრალდება წაუყენეს ადამიანს, ვინ თავისი ქვეყნის სიყვარულით ცხოვრობდა" - ინტერვიუ ივერი მელაშვილის მეუღლესთან

იგეგმება თუ არა ფართომასშტაბიანი შეზღუდვები თბილისში? - ამირან გამყრელიძის განმარტება

"ბებიები და ბაბუები ხომ ჰყავთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც იქ იყვნენ? მეტს არაფერს ვიტყვი" - პაატა იმნაძე სტადიონთან შეკრებილებზე