ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს - ვინ არიან ე.წ კანონიერი ქურდები, რომლებსაც რეკეტში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და სხვა დანაშაულებებში ედებათ ბრალი

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს - ვინ არიან ე.წ კანონიერი ქურდები, რომლებსაც რეკეტში, ნარკოტიკებით ვაჭრობასა და სხვა დანაშაულებებში ედებათ ბრალი

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო იუწყება. დაკავებულ ქართველებს შორის, ე.წ. კანონიერი ქურდები: რაჟდენ შულაია, ზურაბ ჯანაშვილი, ერეკლე კერესელიძე, აკაკი უბილავა, ნაზო გაფრინდაშვილი, გიორგი ლომიშვილი და მამუკა ჩაგანავა არიან. პროკურატურა მათ ქურდობაში, რეკეტში, მკვლელობაში, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობასა და იარაღის უკანონოდ ტარებაში ადანაშაულებს.

სპეცოპერაციისას 15 ქართველთან ერთად, რუსული კრიმინალური სინდიკატის კიდევ 18 წევრი დააკავეს. გამოძიების ცნობით, დაკავებულები, სათამაშო ბიზნესს აკონტროლებდნენ, გარდა ამისა, მათი საქმიანობა უკანონო სატვირთო გადაზიდვებს და უაქციზო სიგარეტით ვაჭრობას მოიცავდა. პროკურატურის განცხადებით, დაკავებულები ადგილობრივ ბიზნესმენებსაც ავიწროვებდნენ.

ხილეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ