აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელშიც გმობს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ქმედებებს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელშიც გმობს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ქმედებებს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპაში, მათ შორის საქართველოში, განხორციელებულ/მიმდინარე ქმედებებს და ასახავს მათ აღსაკვეთად, აშშ-ის ხელისუფლების მიერ განსახორციელებელ ზომებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

აშშ აგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საკანონმდებლო დონეზე.

"აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს (S. 1221), რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებულ/მიმდინარე ქმედებებს, საერთაშორისო სამართლისა და ნაკისრი ვალდებულებების უგულვებელყოფას, საქართველოს რეგიონების უკანონო ოკუპაციას, 2008 წელს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას.

კანონპროექტი გმობს რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორცილებულ და მიმდინარე აგრესიულ ქმედებებს და მოუწოდებს მისი დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ. კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის მიერ 2018-2019 ფისკალური წლებისთვის 250 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას, რომელიც მოხმარდება, ნატო-სა და ევროკავშირის წევრი, ასევე, მათ შორის, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული/მიმდინარე რუსეთის ზემოქმედების აღსაკვეთად გამიზნულ ქმედებებს.

აღნიშნული კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, 90 დღის ვადაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფი, რათა ადმინისტრირება გაუწიოს რუსეთის ზეგავლენის აღსაკვეთად შექმნილ ფონდს და წინ აღუდგეს რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს.

შემდგომ ეტაპზე ზემოხსენებულ კანონპროექტს კენჭს უყრიან აშშ-ის სენატის პლენარულ სხდომაზე. კენჭისყრის კონკრეტული ვადები მოგვიანებით გახდება ცნობილი", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გადაწყვეტილების ნახვა ამ ლინკზეა შესაძლებელი: www.congress.gov

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."