ირაკლი კობახიძე - სამწუხარო რეალობაა, რომ პრეზიდენტს კანონმდებლობა, კონსტიტუცია სხვანაირად ესმის - ეს არის ის სირთულეები, რომელსაც ყველა ერთად დავძლევთ პრეზიდენტიანად

ირაკლი კობახიძე - სამწუხარო რეალობაა, რომ პრეზიდენტს კანონმდებლობა, კონსტიტუცია სხვანაირად ესმის - ეს არის ის სირთულეები, რომელსაც ყველა ერთად დავძლევთ პრეზიდენტიანად

სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოს პრეზიდენტს კანონმდებლობა, კონსტიტუცია სხვანაირად ესმის - ეს არის ის სირთულეები, რომელსაც ყველა ერთად დავძლევთ საქართველოს პრეზიდენტიანად, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“გავრცელდა კომუნიკე, რომელსაც ხელს აწერენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და უშიშროების საბჭოს აპარატის მოსამსახურეები. წარმოიდგინეთ, ამერიკის შეერთებულ შტატებში უშიშროების საბჭოს აპარატის უფროსმა და “დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა ერთად მოაწერონ ხელი კომუნიკეს. ეს რომ ვინმეს უთხრა, შეიძლება არც დაიჯეროს, ისეთი აბსურდია. როცა ასეთ რაღაცეებს გაჩვენებენ, ბუნებრივია, შეფასება უნდა იყოს უმძაფრესი. ხალხი სხვანაირად სიმართლეს ვერ გაიგებს. ეს იმდენად მძიმე დარღვევაა ყველანაირი ლოგიკის, კანონის, კონსტიტუციის, რომ სხვანაირი შეფასება არის შეუძლებელი. ეს რომ ამერიკაში მომხარიყო, უშიშროების საბჭოს აპარატის მოსამსახურე არამარტო სამსახურს დაკარგავდა, არამედ კონკრეტულ სანქციებსაც მიიღებდა, თუმცა საქართველოში სამწუხაროდ, სხვა რეალობაა. სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტს სხვანაირად ესმის კანონმდებლობა, კონსტიტუცია. ეს არის სამწუხარო რეალობა - ეს არის ის სირთულეები, რომელსაც ყველა ერთად დავძლევთ საქართველოს პრეზიდენტიანად“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."