გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ქერეს განაპირას, რომელიც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარეობს, შეიარაღებულმა ფორმიანებმა, ე.წ. მესაზღვრეებმა კიდევ ორი ადამიანი დააკავეს.
ლევან ლაფაჩი და გურამ კოლოტაშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს. ორივე მათგანს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლები ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს.
ოჯახს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია. სოფლის მცხოვრებლების მტკიცებით კი, კოლოტაშვილს და ლაფაჩს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ.