გიორგი მარგველაშვილი - გადადგომაზე ბევრჯერ მიფიქრია

გიორგი მარგველაშვილი - გადადგომაზე ბევრჯერ მიფიქრია

გადადგომის თაობაზე ბევრჯერ მიფიქრია, როგორც მეტი სიკეთის მიღწევის საშუალებაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში - არა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტი ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გამოეხმაურა საზოგადოებისა და პოლიტიკოსების ნაწილის მიმართვას მისთვის, რომ გადადგომით ახალი პოლიტიკური პროცესის დაწყებას შეუქმნას საფუძველი.

"ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში გადადგომაზე, რა თქმა უნდა, მიფიქრია და ეს ბუნებრივია, რადგან როცა შენ გეგმავ მომავალ ნაბიჯებს, მათ შორის ყოველთვის არის ესეც, როგორც ექსტრაორდინარული ნაბიჯი. ამ ეტაპზე იმ სქემას, რომელიც იქნა წარმოდგენილი, რომ ჩემი გადადგომის პროცესით ინიცირება მოხდეს ამ სქემის, ასე ნათლად ვერ ვხედავ. მიმაჩნია, რომ ხელოვნური პროცესებით და იურიდიული გაჯანჯლებებით არ შეიძლება შედგეს პოლიტიკური პროცესი. თუ პროცესი მიდის კონკრეტული მიმართულებით, ჩვენ უნდა გამოვიდეთ, დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია და ყველამ ერთად შევქმნათ სწორი და უკეთესი გარემო. ჩემი აზრით, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც არის ძალიან მაღალი წოდება და ტიტული, ადამიანმა ეს უნდა მიიღოს არა რაღაცნაირი გვერდითი კარიდან და ხელოვნურად შექმნილი პროცესის შედეგად, არამედ ამ ტიტულს უნდა ატარებდეს სრულიად სამართლიანად, რაღაცა პოლიტიკური პროცესის შედეგად. გადადგომის თაობაზე ბევრჯერ მიფქერია, როგორც მეტი სიკეთის მიღწევის საშუალებაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში - არა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."