ალექსანდრე ჯეჯელავა აშშ-ში დაკავებულ სპორტსმენებზე

ალექსანდრე ჯეჯელავა აშშ-ში დაკავებულ სპორტსმენებზე

ვფიქრობ, ხელის ჩამორთმევის გამო, როგორც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, ამერიკაში არავის არ დააკავებდნენ, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დღეს ჟურანლისტებს განუცხადა. მინისტრმა ამერიკაში 15 ქართველის, რომელთა შორისაც ორი სპორტსმენია, დაკავების ფაქტზე კომენტარი გააკეთა.

ჯეჯელავას თქმით, ქართული მხარე ყველაფერს აკეთებს, რათა დაკავებულებს ადვოკატი ჰყავდეთ და მათი მხარდაჭერა და ხელშეწყობა იყოს მაქსიმალური.

მინისტრის თქმით, საზოგადოებამ ამერიკულ მართლმსაჯულებაში ეჭვი არ უნდა შეიტანოს. ალექსანდრე ჯეჯელავამ იმედი გამოთქვა, რომ მომხდარი გაუგებრობაა და უახლოეს პერიოდში ყველაფერი გაირკვევა.

„ქართული მხარე აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს მოქალაქეებს, ყველა შემთხვევაში და ამ შემთხვევაში განსაკუთრებით. ისინი ძალიან კარგი სპორტსმენები არიან, რომ მათ ჰყავდეთ ადვოკატი და მათი მხარდაჭერა და ხელშეწყობა იყოს მაქსიმალური. ამერიკულ მართლმსაჯულებაში ეჭვს ნუ შევიტანთ, ამის საფუძველი არ გვაქვს. მთავარია, რომ ეს სიტუაცია გაირკვეს. ვფიქრობ, ამერიკაში ხელის ჩამორთმევის გამო, როგორც გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, არავის არ დააკავებდნენ. თუ გაუგებრობა არის მომხდარი, აუცილებლად გაირკვევა უახლოეს პერიოდში. სახელმწიფო უწყებები, საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველ რიგში, აქტიურად არის ჩართული, ამ ხალხის მხარდაჭერაში“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."