პროკურატურა "ბირჟა მაფიას" წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პროკურატურა "ბირჟა მაფიას" წევრების დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა შეისწავლის ბრალდებულების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც "ბირჟა მაფიას" წევრების დაკავებასთან დაკავშირებით გაავრცელეს.

"საქართველოს პროკურატურა შეისწავლის ბრალდებულების დაკავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს. მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება მათი გამოკითხვა, რის შემდეგაც საქმეზე მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ birja mafia-ს ორი წევრი დააკავეს. საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით მათ პატიმრობა შეუფარდა.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ რეპერის, მიხეილ მგალობლიშვილის თქმით, ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მას ამოუღეს, თავად არ ეკუთვნის და ის პოლიციამ ჩაუდო. მისივე თქმით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ იმის გამო ჩაუდო, რომ ჯგუფმა საკუთარი კლიპით პოლიცია გააშარჟა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ