აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი საპატიმროს ორშაბათს დატოვებს

აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი საპატიმროს ორშაბათს დატოვებს

აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენი ლევან მაყაშვილი საპატიმროს ორშაბათს დატოვებს, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს მაყაშვილის ცოლმა თათა შავლაყაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, გირაო უკვე შეტანილია და სპორტსმენი ორშაბათს გათავისუფლდება. მისივე თქმით, პარასკევს გარკვეული პროცედურების დასრულება ვერ მოესწრო, რის გამოც ლევან მაყაშვილის გათავისუფლება ორშაბათისთვის გადაიდო.

"გირაოთი გამოდის ორშაბათს, პარასკევს, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო პროცედურები. დაკავებიდან მეორე დღეს გაიმართა პროცესი, სადაც შესთავაზეს გირაოს გადახდა. ის წინააღმდეგი იყო თავიდან, თუმცა მოგვიანებით, ადვოკატების რჩევით დათანხმდა, გირაო უკვე შეტანილია და ორშაბათს ლევანი უკვე თავისუფალი იქნება", - განაცხადა თათა შავლაყაძემ.

ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ