რეპერების გამოკითხვის პროცესი დასრულდა - რა განაცხადა პროკურორმა გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ

რეპერების გამოკითხვის პროცესი დასრულდა - რა განაცხადა პროკურორმა გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ

გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი რეპერების გამოკითხვის პროცესი თბილისის პროკურატურის წარმომადგენლებმა დაასრულეს. მათი გამოკითხვა იმ გამოძიების ფარგლებში შედგა, რომელიც პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მტკიცებულების ფალსიფიცირების შესაძლო ფაქტებზეა დაწყებული.

როგორც გამოკითხვის შემდეგ პროკურორმა ირაკლი ქარდავამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების ფარგლებში ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება. მისივე თქმით, გამოკითხვისას დაკავებულებმა სრულად დააფიქსირეს ინფორმაცია, რაც მათთვის იყო ცნობილი. ამასთან, გამოძიების ეტაპზე თითოეული ინფორმაციის გადამოწმება მოხდება და ეს პროცესი აქტიურად გაგრძელდება.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ როდის არის მოსალოდნელი დაკავებული მუსიკოსებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ირაკლი ქარდავამ განაცხადა, რომ აღკვეთის შეცვლის საკითხზე გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს.

როგორც ცნობილია, მუსიკალური ჯგუფი ბირჟა მაფიას" წევრები გიორგი ქებურია და მიხეილ მგალობლიშვილი პოლიციის თანამშრომლებს ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებაში ადანაშაულებენ. მათი ბრალდებების საფუძველზე თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის მეექვსე პუნქტით და 369-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ