არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი, რომლის გატაცების ბრალდებით 4 პირი დააკავეს, სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელია

არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენი, რომლის გატაცების ბრალდებით 4 პირი დააკავეს, სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელია

ბიზნესმენი, რომლის გატაცებისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით თბილისსა და წეროვანში 4 პირი დააკავეს, სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი გივი ჯიბლაძეა. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2 " ავრცელებს.

სამშენებლო კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე ყვება, რომ ის სახლიდან გამოსვლის დროს გაიტაცეს. ბიზნესმენის თქმით, ოთხმა გამტაცებელმა, რომელიც მიკროავტობუსით გადაადგილდებოდა, თავზე ტომარა ჩამოაცვა და ერთ-ერთ ავტოსადგომზე გადაიყვანა. ჯიბლაძის თქმით, გატაცებას წინ უძღვოდა დაპირისპირება მოქანდაკე ზურაბ წერეთლის კომპანიის წარმომადგენლებთან. "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, ჯიბლაძე ვარაუდობს, რომ სწორედ ამ კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა გაიტაცეს, თუმცა ბიზნესმენი ამბობს, რომ თავად ზურაბ წერეთელი არ იყო ამ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმირებული.

გივი ჯიბლაძის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ მის კაბინეტში სროლაც იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1977 წელს დაბადებული დ.ბ., 1973 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1980 წელს დაადებული ნ.კ. გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.

ხილეთ ვიდეო: "გადმოვიდა 4 პიროვნება და წამიყვანეს, ვერ დამინახე ვინ იყვნენ, ტომარა მქონდა თავზე" - კომპანია "სვეტის" დამფუძნებელი გატაცების დეტალებზე საუბრობს

როგორც AMBEBI.GE-ს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს 150 000 აშშ დოლარს სძალავდნენ და თავისი კუთვნილი 200 კვ.მ ფართის მათზე გადაფორმებას სთხოვდნენ.

"სამართალდამცველებმა ლ.ჩ. და ნ.ბ. თბილისში, ხოლო დ.ბ. და ნ.კ. მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება გამოძალვის და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "გ" ქვეპუნქტებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით)", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ