აფგან მუხთარლის ოჯახმა სასამართლოს მიმართა

აფგან მუხთარლის ოჯახმა სასამართლოს მიმართა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ადვოკატი მუხთარლისა და მისი მეუღლისთვის, ლეილა მუსტაფაევასთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას ამჯერად უკვე სასამართლოსგან ითხოვს.

ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმა შესაბამისი განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა.

როგორც მან აღნიშნა, აფგან მიხთარლის ოჯახს და მისი ინტერესების დამცველებს სურთ კანონით გათვალისწინებული იმ უფლებებით სარგებლობა, რითაც დაზარალებულები სარგებლობენ. ადვოკატი გამოძიების არაეფექტურობაზეც მიუთითებს.

"ეს სტატუსი ჩვენ საშუალებას მოგვცემს ვისარგებლოთ კანონით გათვალისწინებული უფლებებით. მიუხედავად იმისა, რომ დღეს დილით მოგვცეს საშუალება გავცნობოდით სისხლის სამართლის საქმეს, თუმცა ეს არის ზეპირი გადაწყვეტილება და არა საპროცესო. ჩვენ არ გვინდა რომ კეთილ ნებაზე ვიყოთ დამოკიდებულები. მესამე კვირაა მიდის გამოძიება და ახლა გახდა შესაძლებელი, რომ გავცნობოდით საქმის მასალებს. გვინდა, რაც კანონით გვეკუთვნის ის უფლებები მოგვენიჭოს. ასევე, რაც ყველაზე მთავარია, მსუბუქი მუხლითაა დაწყებული გამოძიება, როცა გატაცებას უკვე მოჰყვა მძიმე შედეგი. გატაცება მოხდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რომელსაც ჰყავდა ხელმძღვანელი და იბარებდა ანგარიშს. უნდა იყოს სწორი კვალიფიკაცია", - განაცხადა ჩოფიკაშვილმა.

ადვოკატის თქმით, მომხდარიდან ორი კვირის შემდეგაც საქმეში ზუსტად ის კითხვებია, რაც აქამდე იყო.

"კერძოდ, ვინ განახორციელა გატაცება და ვისი ხელშეწყობით გახდა შესაძლებელი ასეთი დანაშაულის ჩადენა. თუ არ იყო პირდაპირი მონაწილეობა, მაშინ ვისი გულგრილობით მოხდა ამ დანაშაულის ჩადენა?", - განაცხადა მუხთარლის ოჯახის ადვოკატმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ