აშშ-ში დაკავებული ლევან მაყაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - სპორტსმენის პირველი კომენტარი

აშშ-ში დაკავებული ლევან მაყაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - სპორტსმენის პირველი კომენტარი

თავს კარგად ვგრძნობ და სპორტს ვუბრუნდები, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აშშ-ში დაკავებულმა ქართველმა სპორტსმენმა ლევან მაყაშვილმა განუცხადა. მაყაშვილი დღეს სასამართლომ თავდებითა და ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით გაათავისუფლა.

"თავს კარგად ვგრძნობ და სპორტს ვუბრუნდები. ამ ეტაპზე ესაა რაც შემიძლია გითხრათ", - განაცხადა მაყაშვილმა.

მისი ადვოკატის, ლევან ნატალიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ასევე შეეფარდა გირაო, თუმცა მცირე რაოდენობით.

"ლევანი დღეს გაათავისუფლა სასამართლომ. იგი გათავისუფლებულია ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით, თავდებით და ასევე გირაოთი, რომელიც შეადგენს მცირე თანხას", - განაცხადა ნატალიშვილმა.

ნიუ-იორკში 15 ქართველი რამდენიმე დღის წინ დააკავეს, რომლებსაც ბრალი რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობაში ედებათ. მათ შორისაა ორი ქართველი სპორტსმენი - ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაკავებულ სპორტსმენს ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ავთანდილ ხურციძე WBO-ს ვერსიით დროებითი მსოფლიოს ჩემპიონია, ლევან მაყაშვილი შერეული ორთაბრძოლების UFC-ს მებრძოლი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ